26
„ფორმულა კრეატივი“ ახალ სერიალზე მუშაობს, რომელიც დღის სინათლეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მალე იხილავს.
სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ შექმნაზე ზუსტად ის გუნდი მუშაობს, რომელმაც „ჩემი ცოლის დაქალები“ შექმნა. სცენარისტები ქეთი დევდარიანი და დავით გაბუნია არიან. სერიალის ტრეილერიდან ჩანს, რომ ერთ-ერთ მთავარ როლებში მსახიობები თორნიკე გოგრიჭიანი და ქეთი ცხაკაია არიან. ახალი სერიალი სამედიცინო თემაზეა და ექიმების პროფესიული თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.
ჯერ-ჯერობით სხვა ინფორმაცია არ ხმაურდება, უცნობია სერიალის დაწყების თარიღიც.