fbpx

წყვილების ხშირი კამათი მათ მყარ ურთიერთობაზე მიუთითებს…

ავტორი Ann
75 ნახვა

კამათი სულაც არაა წარუმატებელი ურთიერთობის ინდიკატორი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიამოვნო პროცესი არ არის, სინამდვილეში შესაძლოა ძლიერ ურთიერთობაზე მიუთითებდეს.

 

ფსიქოთერაპევტი გეილ ზალცი მიიჩნევს, რომ როდესაც წყვილს არ შეუძლია გარკვეულ თემაზე საუბარი, საკუთარი აზრის გამოხატვა ეს სერიოზულ პრობლემებს ქნის და არაასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას იწვევს, რაც ურთიერთობას ანგრევს, კამათი კი მიუთითებს წყვილის ურთიერთგაგებაზე. ანუ თუ ისინი ხშირად გამოხატავენ საკუთარ აზრებს, ეს ნიშნავს, რომ ითვალისწინებენ კიდეც ერთმანეთის მოსაზრებებს, რაც მათ ურთიერთობას ამყარებს. რასაკვირველია ბალანსი ყველაფერში საჭიროა და ყველა თემაზე კამათი სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა.

 

ზალცის რეკომენდაციით კამათისას უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი: როდესაც გრძნობთ, რომ ძალიან ბრაზდებით, მარტივად აუხსენით პარტნიორს რა არ მოგწონთ; ნუ იტყვით იმას, რისიც მოგვიანებით შეგრცხვებათ; ნუ მოუსმენთ მხოლოდ საკუთარ თავს, უსმინეთ პარტნიორსაც; ნუ შეცვლით საუბრის თემას.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment