fbpx

”რას დავეძებ მოპარიზებას, შენ თუ ახლოს მე(გულები)”

ავტორი ჟოლო
90 ნახვა

არ მაწყენდა პარიზული შემოდგომა, ელისეს მინდვრები და სენას სანაპირო, მაგრამ შენი სოფლის ფერთობზე შეფენილ ბილიკს, კარალიოკის და მსხლის ფოთლებით მოხატულს ვერ ვუღალატებდი…

ღალატი მარტო მრუშობა არ არის, არც ცოლთან წოლა და სხვაზე ფიქრი…

ღალატია ისიც, როცა შენს პატარა სახლუკას აწვიმს, ნესტიან კედლებს კი ფილტვები თითქმის არ უმუშავებს და შენ ტრიუმფალური თაღიდან გაჰყურებ ესმერალდას მშვენიერებას…

ფოთოლცვენის ყვითელი სისხლი სულში დგაფუნობს და რას დავეძებ მოპარიზებას, შენ თუ ახლოს მე(გულები)…

 მამა პეტრე (კვარაცხელია)

 

 

                                                                                

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment