“თქვენი პატრიოტული აღტკინება, თქვენივე პროვინციალიზმის ბრალია, პროვინციული ხილია, ბაზრის სილამაზე, იქვე, დახლთან რომ ჭამ, ნიკაპზე რომ ჩამოგდის მისი ტკბილი წვენი და უნებურად წელში გხრის რათა შარვალიც არ დაისვარო, მაგრამ იმდენად დიდია გემოს გასინჯვის ცდუნება, ერთი წუთიერი აბსოლიტური თავისუფლება გეუფლება. არავითარ ყურადღებას არ აქცევ ეთიკის ნორმებს თუმცა უზრდელობაც თავისებური თავისუფლებაა. მეორე წუთს კი როცა ეს ცდუნება გაგივლის აღარ იცი სად წაიღო ის ლამაზი ნაყოფის წვენით გაწებილი ხელები დგახარ ამდენ ხალხში სასაცილოდ თითებგაფარჩხული სანამ ვინმე გაზეთის ნახევს არ მოგაწოდებს, ანდა, სამადლოდ გულის ჯიბიდან ცხვირსახოცს არ ამოიღებს რაკი შენთვითონ შენივე სისულელისა და სულსწრაფობის გამო ისეთი უსუსური ხარ რომ საკუთარი გულისჯიბეც მიუწვდომელი გახდა.”
ოთარ ჭილაძე
