fbpx

“მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი”

ავტორი ნინო გონგაძე
396 ნახვა

= მეგობარი ის ადამიანია, ვინც შენს შესახებ ყველაფერი იცის და მაინც უყვარხარ.

= ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.

= ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

= მეგობარი ისაა, რომელიც სწორედ მაშინ შემოდის ჩვენს კარში, როცა მთელი სამყარო გადის იქედან.

= ჭეშმარიტი მეგობრობისთვის უცხოა შური.

= ბევრი გეფიცება მეგობრობას და მეგობარი არაა, როცა ზოგი, პირიქით, მეგობრად არ ჩაგითვლია და მეგობარია.

= მეგობრობა, რომელიც მოკლებულია ურთიერთგაგებას, დახმარებას და თითქმის ყველაფრის პატიებას, მტრობას ემსგავსება.

= სიმდიდრის ფასს მაშინ შეიტყობენ ხოლმე, როცა შეიძენენ და მეგობრისას მაშინ, როცა დაკარგავენ.

= მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად.

= მეგობრობა ისაა, როცა არც ჭირში და არც ლხინში თავს ეულად არ გრძნობ.

= ხალხის გარეშე როგორმე გაძლებ, მეგობარი კი მუდამ გჭირდება.

= მეგობარი ისაა, ვისაც დილის 4 საათზეც კი თამამად დაურეკავ.

= მეგობარი ამჩნევს, როგორ გწყდება გული, როცა თავს რაღაც სასურველის შეძენის უფლებას ვერ აძლევ და დღეობაზე სწორედ იმ ნივთს გჩუქნის.

= ამქვეყნად იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა გრძნობ რომ ვიღაცას სჭირდები.

= ფულით ბევრი რამის ყიდვა შეიძლება- ავისაც და კარგისაც, მაგრამ მთელი სამყაროს საგანძური მეგობარს ვერ გაყიდინებს და ვერც მისი დაკარგვის ტკივილს დაგიამებს.

= ჭეშმარიტი მეგობრობა მაშინ იბადება, როცა ორ ადამიანს ერთად დუმილი სიამოვნებს.

= სადაც არ უნდა იყო შენი სამყარო მაინც შენივე მეგობრებია.

= სიმდიდრე კარგია, ჯანმრთელობა უკეთესი; ოღონდ იმას ვერ შეედრება, როცა ბევრ მეგობარს გულწრფელად უყვარხარ.

გიყვარდეს ის მეგობარი, რომელიც გირჩევს და არა გაქებს.

= არასოდეს გახდე იმ ადამიანის მეგობარი, ვისი პატივისცემაც არ შეგიძლია.

= მეგობარი ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც თქვენს თავს თვითონვე აჩუქეთ.

= ღმერთმა მოგვცა ნათესავები… მადლობა ღმერთს რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ.

= იმდენად მეგობრები არ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან.

= თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა “ხვალ” უადგილოა.

= ნამდვილი მეგობარი შენთან ერთადაა, როდესაც მართალი არ ხარ. როდესაც მართალი ხარ ნებისმიერი ადამიანი შენთან ერთად იქნება.

= მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment