fbpx

4 დეტალი ქორწინებამ რომ დიდხანს გასტანოს…

ავტორი ჟოლო
66 ნახვა

თუ თქვენ ახლა 20-22 წლის ხართ და დაქორწინებაზე ფიქრობთ, აჯობებს ეს სტატია გადაიკითხოთ, რადგან შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ფიქრობთ.

 

ახალგაზრდებს ხშირად გონების არ ესმით და შეცდომებს უშვებენ, ამის შედეგია უამრავი დანგრეული ოჯახი. არსებობს 4 მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ვიდრე სერიოზულ ნაბიჯს გადადგამთ,

 

1.მიზიდულობა და სიყვარული ერთი არ არის – მოგეწონათ საპირისპირო სქესის ადამიანი, ფიქრობთ რომ გიყვართ და მზად ხართ მასთან ერთად ოჯახი შექმნათ, ალბათ სულაც არ ფიქრობთ იმაზე, რომ არსებობს რაღაც ბიოლოგიური მოთხოვნილებები, რომლებიც თქვენ შესაძლოა სიყვარულში გერევათ. კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გიყვართ ეს ადამიანი, თუ მხოლოდ სექსუალური ლტოლვა გამოძრავებთ.

 

2.სიყვარული მეტია ვიდრე ემოცია – სიყვარული უძლიერესი გრძნობაა, ის მოითხოვს გულისხმიერებას, პატივისცემას, ზრუნვას, პასუხისმგებლობას. იპოვეთ ადამიანი, რომელიც მზადაა თქვენთან ერთად გაინაწილოს ყველაფერი.

 

3.ნუ დანებდებით – ის, რომ ურთიერთობაში რაღაც ისე არ მიდის არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გაფუჭდა. ნებისმიერ ურთიერთობაში არსებობს აღმასვლა და დაღმასვლა.

 

4.იზრუნეთ საკუთარ თავზე -ეს პუნქტი განსაკუთრებით ქალბატონებს ეხებათ. გათხოვების შემდეგ მათი უმრავლესობა ოჯახურ პრობლემებში ეფლობა, დარდობს ქმარსა და შვილზე და საკუთარი თავი ავიწყდება. ამ დროს კი მამაკაცს მის მიმართ ინტერესი ეკარგება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment