fbpx

5 დაუნდობელი მიზეზი, რატომაც არ ხარ წარმატებული

ავტორი ჟოლო
9K ნახვა

1. არ გაქვს ხედვა და არ იცი, როგორ გამოიყურება წარმატება

ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რატომაც ადამიანები ვერ აღწევენ წარმატებას, არის ის, რომ მათ ნაკლები წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რეალურად რას ნიშნავს წარმატება. შესაძლოა, ბევრი ფილმი გაქვს ნანახი წარმატებულ ადამიანებზე, მათ მიერ განვლილ გზაზე, იცი, რომ მათ ქონდათ ხედვა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფრით არგებ ვერანაირ ხედვას და ალგორითმს, რომელიც გამოგიყვანდა ამჟამინდელი მდგომარეობიდან და დაგეხმარებოდა სასურველი რეალობის მიღებაში.

ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, შეწყვიტე სხვების წარმატებაზე დაკვირვება და იპოვე შენი პირადი შინაგანი განმარტება – რა არის შენთვის წარმატება და რა შემთხვევაში იქნებოდი სრულად ბედნიერი?

2. არ იცი, რა გინდა სინამდვილეში

მუდმივად აქეთ-იქით აწყდები, ხან რა იდეა მოგდის და ხარ რა, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტია, რა არის შენი და სინამდვილეში რა მოგანიჭებს ბედნიერებას. დააკვირდი საკუთარ სხეულსა და გრძნობებს, რა იწვევს შენში გულწრფელ აღფრთოვანებას და სიხარულს, გადახედე შენს ცხოვრებას და აღმოაჩინე ასეთი მარცვლები, რომლებზეც მომავალში აღმოაცენებ შენს წარმატებასა და ბედნიერებას.

3. საქმეს ბოლომდე არ უძღვნი საკუთარ თავს

ხშირად ხდება, რომ ადამიანებს მოსდით უამრავი იდეა, მაგრამ როცა საქმე მიდის მოქმედებაზე, ისინი ძალიან მალე ნებდებიან ან საერთოდ უარს ამბობენ მასზე. ნამდვილად წარმატებული ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ და ბოლომდე მოქმედებდნენ იმ საქმეში, რომელიც მთელი გულით უყვარდათ.

4. არ გყავს გვერდით წარმატებული ადამიანების გარემოცვა

წარმატება ხშირად მხოლოდ ზღაპრებად გვეჩვენება, როცა თავად ერთ ადამიანსაც არ ვიცნობთ ნამდვილად წარმატებულს, ან შემოფარგლული ვართ მარად მოწუწუნე ადამიანებით. ეცადე, საკუთარი თავი უზრუნველყო სწორი გარემოცვით და დაუახლოვდე ადამიანებს, რომლებიც ვითარდებიან და იზრდებიან დღითიდღე.

5. არ გაქვს პოზიტიური აზროვნება

შენ ვერასოდეს იპოვი წარმატებას, თუ გაიჭედები ნეგატიურ აზროვნებაში. ვერასოდეს შეამჩნევ პოზიტიურ მოვლენებს სამყაროში და ეს ძალიან უკან დაგხევს.

 

მე ვიცი – შენ შეგიძლია!

გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები