fbpx

5 ნაბიჯი დიდი ბედნიერების მოსაპოვებლად

ავტორი Ann
955 ნახვა

ყველა ჩვენგანს სურს ბედნიერება, ცხოვრების მიზანიც ესაა, თუმცა არსებობენ გარემოებები, რომლებიც ზოგჯერ ხელს გვიშლიან. ბედნიერების შეგრძნება ადამიანის ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მოიპოვოთ ის. ეს რთული სულაც არაა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი:

 

კონცენტრირდით ნეგატივზე – დიახ, ნუ გაოცდებით. პოზიტივი ისედაც ბედნიერებას განიჭებთ, ნეგატივი კი ხელს გიშლით. ამიტომ კონცენტრირდით ნეგატივზე და ეცადეთ მისგან გათავისუფლებას. თუ ვინმე გეუბნებათ, რომ არ ხართ საყვარელი, აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ყველა ადამიანი, რომელსაც უყვარხართ. თუ გგონიათ, რომ არ ხართ ლამაზი, შეხედეთ იმ ფოტოს, რომელშიც კარგად გამოიყურებით. შეცვალეთ ნეგატივი პოზიტივისკენ.

 

გაიღიმეთ – ღიმილი თქვენგან დამოუკიდებლად ბედნიერების შეგრძნებას განიჭებთ. როდესაც თქვენ იღიმებით, ეს თქვენს ირგვლივ ადამიანებს იგივეს გამეორებას აიძულებს და გარემოც იცვლება.

 

გიყვარდეთ – დიახ, ბედნიერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიყვარულია. ხშირად ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს, ეს აგავსებთ და თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ.

 

უყურეთ საშიშ ფილმებს – ალბათ ეს პუნქტი ძალიან გაგაკვირვებთ, მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც ადამიანს ეშინია ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ადრენალინი, რაც ბედნიერების შეგრძნებას ამძაფრებს.

 

გაეცით – როდესაც ადამიანებს აბედნიერებთ, თავადაც ბედნიერებას გრძნობთ. გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, ან უბრალოდ გამვლელები, ან გამოაცხეთ ორცხობილები და მიაკითხეთ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ და თქვენი ყურადღება გააბედნიერებთ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment