fbpx

ანგელოზების სამუშაო

ავტორი ჟოლო
120 ნახვა

ორი ანგელოზი

ქალი გარბის სამსახურში, რთულად ასასვლელი კიბე.

— მიდი წააქციე, მიაწექი, მიაწექი რომ გეუბნები!

— ძნელად ასასვლელი კიბეა, შეიძლება ისე დაშავდეს მარტო კისერი კი არ მოიტეხოს, მოკვდეს კიდეც!

— მე დავიცავ, მხოლოდ ფეხს მოიტეხავს!

— რა საშინელებაა, ცოდვაა, ის ხომ მუშაობს, უკვე ზედიზედ, მესამე დღეა აგვინდებს!

— კი, მართალი ხარ, ახლა კი მინიმუმ სამი კვირა მოუწევს სახლში ჯდომა. მერე, საერთოდ გაანთავისუფლებენ სამსახურიდან.

— ასე როგორ შეიძლება, სამსახურის გარეშე რა ქნას, ხელფასიც კარგი აქვს!

— წააქციე რომ გეუბნები, მერე აგიხსნი ყველაფერს, მიდი მიაწექი!

*****

იგივე ანგელოზები, ტრასა, ორი ქალბატონი სამსახურის მანქანაში, დიდი სიჩქარე. მათ წინ, მორებით დატვირთული სატვირთო მანქანა მიდის.

— რას უყურებ ჩამოაგდე ერთი მორი, დროს ნუ წელავ!

— გადმოვარდნილ მორს შეუძლია მათი მოკვლა, მით უმეტეს, ამ სიჩქარეზე საქარე მინაზე თუ მოხვდა, დაიღუპებიან, ერთ-ერთს ოჯახი აქვს და ბავშვები ჰყავს!

— ჩამოაგდე, რომ გეუბნები. მე დავიფარავ, უბრალოდ, შეშინდებიან.

— რა სისასტიკეა, რაში გჭირდება მათი შეშინება?!

—ახლა ამის ახსნის დრო არ მაქვს, მოგვიანებით. იმ მოსახვევის შემდეგ, დგას სარეკლამო დაფა წარწერით „თქვენ სახლში გელოდებიან“, როდესაც შიში გაუვლით, ამ წარწრის ქვემოთ მანქანა  გააჩერებინე, ისინი ატირდებიან.

………………..

— შეხედე, ორივე ტირის, სახლში რეკავენ, ვფიქრობ, ძალიან მკაცრად მოვექეცით!

*****

კორპორატიული საღამო. ორი ანგელოზი. მამაკაცი, ხელზე ქორწინების ბეჭდით და გოგონა.

— კიდევ დალიოს.

— საკმარისია, ის ხომ, ისედაც მთვრალია! ხედავ როგორ უყურებს იმ გოგოს?!

— კიდევ დაუსხი, დალიოს!

— მას სახლში ცოლი და ორი შვილი ელოდება. თავს ძლივს აკონტროლებს, გოგონას სასტუმროში ეპატიჟება!

— მერე რა, გაკეთე ისე რომ დათანხმდეს!

— დათანხმდა, გადიან, რა საშინელებაა! ცოლი გაიგებს და გაეყრება!

— გეთანხმები, ჩხუბს ვერ აცდებიან! ასეც არის ჩაფიქრებული.

*****

მზის ჩასვლა, ორი ანგელოზი.

— აი, მუშაობაც ამას ჰქვია, თავიდან ბოლომდე სტრესია!

— როგორც ვიცი, შენთვის ამ დონეზე მუშაობის პირველი დღეა, არა? ეს დონე ასეთია – სტრესების სწავლა. თქვენ იქ, პირველ დონეზე წიგნებით და ფილმებით ასწავლით, აქ კი ისინი გადიან გაკვეთილებს, ვისაც წიგნები და ფილმები არ შველის. აქ გვიწევს, მათი კომფორტის ზონიდან სტრესით გამოყვანა. ეს ხდება იმისთვის, რომ გაჩერდნენ, დაფიქრდნენ – როგორ ცხოვრობენ, რისთვის ცხოვრობენ.

გახსოვს პირველი ქალი? სანამ მოტეხილი ფეხით სახლში იქნება, ისევ დაიწყებს კერვას და როცა სამსახუიდან გაანთავისუფლებენ, უკვე 5 შეკვეთა ექნება აღებული. რომ იცოდე, არც კი გაბრაზდება სამსახურის დაკარგვაზე. ახლაგაზრდობაში იცი რა კარგად კერავდა? ისე კერავდა გაგიჟდები, თავლებს არ დაუჯერებ! აგერ უკვე 10 წელია თავისი მისწრაფებას, ნიჭს და ტალანტს მომავლისთვის დებს. გამუდმებით საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ უნდა იმუშაოს, სამსახურში საირული აუცილებელია, სოციალური გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია ვიდე სულიერი ჰარმონია და საყავრელი საქმის კეთებით მიღებული სიამოვნება. არადა, კერვა შემოსავალსაც გაუზრდის და სიამოვნებასაც მოუტანს.

ის ორი ქალი ტრასაზე რომ ტიროდა, ერთ-ერთი რამდენიმე კვირაში წამოვა სამსახურიდან, მიხვდება, რეალურად სახლში შვილთან და ქმართან ყოფნა ურჩევნია, ვიდერ მივლინებებში სხვადასხვა ქალაქში და სასტუმროში ხეტიალი. მეორე, გათხოვდება და ბავშვს გააჩენს, ჩააბარებს ფსიქოლოგიურზე. ჩვენი პირველი დონის თანამშრომელი გახდება.

— კი მაგრამ ღალატი? ღალატში შეიძლება რამე სასარგებლო იყოს? ოჯახი ხომ ინგრევა?!

— ოჯახი? ოჯახი დიდი ხანია აღარ ჰქვია მათ! ცოლს დაავიწყდა რომ ქალია, ქმარი საღამოობით სვამს, ჩხუბობენ, ბავშვებით მანიპულირებენ, ერთმანეთის წინააღლდეგ განაწყობენ. ეს ხანგრძლივი, მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ ორივე მათგანი დაფიქრდება. ქალი თქვენი წიგნების კითხვას დაიწყებს, მიხვდება რომ საერთოდ დაიკარგა მასში ქალი, ისწავლის ქმართან სხვანაირ ურთიერთობას.

— ოჯახის შენარჩუნება თუ იქნება შესაძლებელი?

— შანსი აქვთ! ყველაფერი ქალზე იქნება დამოკიდებული!

— აი, სამუშაოც!

— დროთა განმავლობაში მიეჩვევი, სამაგიეროდ შედეგიანია! როგორც კი ადამიანს გამოაგდებ კომფორტის ზონიდან, იმ წუთშივე, იწყებს ამოძრავებას! უმატესობა ადამიანებისა ასეა მოწყობილი!

— მაშინ რა ხდება, როდესაც სტრესი არ შველით?

— არსებობს მესამე დონე. იქ ასწავლიან დანაკარგებით. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

თამარ კვარაცხელია

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment