“ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისათვის. იყო ეს ეპიზოდური, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი ადამიანიც კი არ ხვდება მეორეს ცხოვრებაში შემთხვევით, მადლობა ყველას! ზოგს ზღაპრებისათვის… ზოგს კი ბიძგისათვის.” გურამ დოჩანაშვილი
“ნაოჭები ადამიანის სახეზე ბევრი ღიმილით უნდა იყოს გამოწვეული.” მარკ ტვენი
“არასოდეს არ არის გვიანი ბრბოს გაეცალო. მიჰყევი შენს ოცნებას, მიუახლოვდი შენს მიზანს.” ბერნარდ შოუ
“მე არასდროს მჯეროდა მოჩვენებების არსებობის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდნენ და ყველგან თან დამსდევდნენ.” ედგარ ალან პო
“რაც უფრო სულმდაბალია ადამიანი, მით უფრო მაღლა სწევს ცხვირს. ის ცხვირით მიიწევს იმისკენ, რასაც სულით ვერ შესწვდა.” ომარ ხაიამი
“იმისთვის რომ იცხოვრო, უნდა გაერიო, იბრძოლო, დაუშვა შეცდომები, დაიწყო, მიატოვო და ისევ დაიწყო, მუდამ უნდა იბრძოლო. სიწყნარე კი მხოლოდ სულიერი სიმხდალეა.”ლევ ტოლსტოი
წყარო: წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად