fbpx

„ძირგამძვრალი ფეხსაცმელი“ – ზღაპრული დასასრულით

ავტორი ჟოლო
530 ნახვა

ამ უცნაურ და საინტერესო ისტორიას საფრანგეთში მცხოვრები სულა სულაშვილი მისთვის დამახასიათებელი იუმორით აღწერს. ამბავი, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავ და პოზიტიური განწყობაც მთელი დღისთვის გარანტირებულია.

სულა სულაშვილი: სამსახურიდან გამანთავისუფლეს ( 90-ინა წლების ამბავს ვყვები) ჰოდა, ჩემს ბედზე ამერიკის საელჩომ USAID-ის სახელმწიფო განვითარების პროექტებზე გამოაცხადა კონკურსი რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე…

ვიფიქრე: ამათთან მაინც არ მოდის ჩაწყობა და მოდი კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, იქნებ გამიმართლოს-თქო.
ორი კვირის შემდეგ ტელეფონზე დამირეკეს და შემატყობინეს რომ კონკურსში გავიმარჯვე და სასწარაფოდ უნდა გამოვცხდებულიყავი ოფისში.
წამოვხტი გახარებული, ვეცი ტანსამოსს და ვხედავ ფეხსაცმელზე ძირია ამძვრალი.
– წებოოო!!! – ვიღრიალე სასოწარკვეთილმა. რამდენიმე წუთში ჯულის “ბუტკიდან” წებოც მომირბენინეს.
ვაქივლე შეგნიდან გარედან წებო ფეხსაცმელში და ჩემს ტანჯულა 06-ს მოვაფრინდი.

კოლმეურნეობის მოედანზე იმდენხანს ვეწვალე საცობიდან თავის დაღწევას, რომ მარხცენა ფეხი “ცეპლენიაზე” მიმეწება და გადმოსვლის დროს ფეხსაცმლის ძირი ზედ შერჩა…

– ძმურად შეგიძლია ფეხსაცმელი მათხოვო 15 წუთით? შენ მანქანაში დამელოდე  და თუ გადაგადო არაკაცი ვიყო, ახლავე დავბრუნდები-თქო, ვვთხოვე შემთხვევით გამვლელ ახალგზრდა მამაკაცს. ტიპმა ცერა თითი მიიტანა საფერთქელთან, უნდოდა ხელის კომბინაციით ეჩვენებინა ხომ არ უფშვტენო, მაგრამ ჩემს გაჭირვებულ სიფათს, რომ შეხედა დამთანხმდა. მართალია 2 ზომით დიდი აღმოჩნდა, მაგრამ რას დავეძებდი. ისეთი ფაცხა-ფუცხით გავიარე კოლიდორი, დაცვის თანაშრომელმა ორჯერ დამაწია გამძვრალი ფეხსაცმელი.
შეხვედრამ ბრწყინავალედ ჩაიარა…

***

– მადლობა ძმა! დამნიშნეს! – ვეუბნები ჩემს მოლოდონში შეწუხებულ უცნობს და ფეხსაცმელს ვაწვდი.

-სად დაგნიშნეს?

-პროექტების რეგიოანალურ დირექტორად…

– შაყირობ?

– არა შენს თავს ვფიცავარ!

– ჩემს თავს? დამცინი?

– რატომ დაგცინი? ძმა ხარ ჩემი…

– იურისტი არ გჭირდება?

ჩემი გადამრჩენი, დავით ანდღულაძეც უმუშევარად დარჩენილი იურისტი აღმოჩნდა, რომელმაც თითქმის 3 წელი იმუშავა ჩემს პროექტზე თანაშემწედ და დღეს უკვე დანიაში ერთ-ერთი უნივერისტეტის პროფესორია.

გაიხარე დავით… დღეს ახალმა ფეხსაცმელმა ცოტა მომიჭირა და ძველი ფეხსაცმელის ისტორია გამახსენდა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment