1)როდესაც მთელი გულით გსურს რამე, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში.
2)ოცნების ახდენის შესაძლებლობის გამოა ცხოვრება საინტერესო.
3)დაეცე შვიდჯერ და ფეხზე წამოდგე რვაჯერ. აი, რა არის ცხოვრების საიდუმლო.
4)დამარცხების შიში ერთადერთი რამეა, რაც ოცნებების ასრულებას უშლის ხელს.
5)როდესაც ვინმე მიდის, ეს იმიტომ, რომ სხვა მოვიდეს.
6)თუ ნამდვილად შენი ოცნების ნაწილი ვარ, ერთ დღესაც უკან დაბრუნდები.
7)იმ წამიდან, როდესაც სიყვარულის ძებნას ვიწყებთ, სიყვარულიც იწყებს ჩვენს ძიებას.
8)ჩვენ ვერასოდეს ვხდებით თუ რა განძი გვიჭირავს ხელში, იმიტომ, რომ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ სასწაულის.
9)სამყაროში არაფერია აბსოლიტურად მცდარი. გაჩერებული საათიც კი, შემდეგი დღის იმავე წამს, რომელზედაც გაჩერდა სწორ დროს აჩვენებს.
10)როცა ადამიანები პრობლემებს ეჯახებიან, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ იმაზე კარგად შეუძლიათ მისი გადაწყვეტა, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ.
11)რა ბედნიერია ის, ვინც არ ერიდება თავის უცოდინარობის გამომჟღავნებას.
12)ზღვარზე მდგარი ადამიანი ყოველთვის განსხვავებულად იქცევა.
13)ყველაზე უბრალო რაღაცები ცხოვრებაში, ყველაზე არაჩვეულებრივია.
14)ყოველთვის არის მომენტი როდესაც შეგიძლია გაჩერდე.
15)სხეულები ყოველთვის უგებენ ერთმანეთს, მაშინაც კი როდესაც სულები ვერა.
16)ოცნება არის ღვთის ენა.
17)როდესაც მას არაფერი ჰქონდა დასაკარგი, ის იყო თავისუფალი.
18)შენი თვალები აჩვენებენ შენს სიძლიერეს.
19)ბავშვებს შეუძლიათ 3 მნიშვნელოვანი რამ გვასწავლონ: ვიყოთ ბედნიერები მიზეზის გარეშე, ვიყოთ ყოველთვის დაკავებული და ვიცოდეთ როგორ მოვითხოვოთ და მივიღოთ ყველაფერი,რაც გვსურს.
20)უყვართ იმიტომ, რომ უყვართ, სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება.
21)თუ ადამიანი შენია, ის შენია, მაგრამ თუ მას გული სხვაგან მიუწევს, ვერაფერი ვერ შეაკავებს, და არც ღირს ის არც შენს დროდ და არც ყურადღებად.
22)ადამიანი ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ჩქარობს გაიზარდოს, მერე კი ოხრავს გარდასულ ბავშვობაზე. ხარჯავს ჯანმრთელობას ფულისთვის, შემდეგ ხარჯავს ფულს ჯანმრთელობის აღსადგენად. ფიქრობს მომავალზე ისეთი მოუთმენლობით, რომ კარგავს აწმყოს, რის გამოც არც აწმყო აქვს და არც მომავალი. ცხოვრობს ისე, თითქოს არასოდეს მოკვდება, და კვდება ისე თითქოს არ უცხოვრია.
23)სამყარო ქაოსური მაშინ იქნებოდა, სულელი ხალხი რომ არ არსებობდეს.
24) რაც მოხდა ერთხელ, შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს. მაგრამ ის, რაც მოხდა ორჯერ, შეიძლება მოხდეს მესამედაც.
25)ყოველთვის ყველაფერი კარგად მთავრდება. თუ ცუდად დამთავრდა ე.ი ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
