1.4K
„ვაჟი მიდის მამასთან რჩევის მისაღებად:
– მამა, ისევ არაფერი გამომდის. ეს ვარჯიშები ძალიან მღლის, შედეგი კი არ ჩანს, არაფერი არ იცვლება. ალბათ, მე არ ვარ მოწოდებით ფეხბურთელი და ჩემს ოცნებებს ახდენა არ უწერია?
მამამ მზრუნველობით შეხედა შვილს და უთხრა:
– იცი, შვილო, ყველა ადამიანს აქვს ოცნება, მიზანი, სურვილი. სწორედ ისინი აიძულებს მას, აკეთოს ის, რასაც აკეთებს.
მიჰყევი არჩეულ გადაწყვეტილებას, აკეთე ის რისიც გჯერა, უერთგულე იმას რასაც გრძნობ.
სხვა შემთხვევაში, თუ ამას არ გააკეთებ – უბრალოდ გაგიტყდება გული. გაგიტყდება, გესმის?… და მორჩა…ბოლოს გამოვა ისე, რომ არც არასდროს არ ყოფილხარ და არც არაფერი ყოფილა. გაცილებით ადვილია, ყველაფერს დაანებო თავი, მიატოვო, რადგანაც გამარჯვების გზაზე სიარული არ არის ადვილი. ის ეკლიანია, ჩვენ კი, არ მოგვწონს ეკლები. გვინდა, რომ ყველაფერი იყოს ადვილად და სწრაფად.
სურვილები გაელვებებია, შვილო! ასე, კვდება ჩვენი ოცნებები, მიზანი ხდება მიუღწეველი. ყოველდღიურობა გადაიქცევა მოსაწყენ ერთფეროვნებად, სიღრმის და აზრის გარეშე. მერე ერთხელაც, როცა მოგინდება წარსულის დავიწყება და ყველაფრის თავიდან დაწყება, შენ დაელოდები ახალ დღეს, რათა გახადო ცხოვრება სხვანაირი. შეძლებ კიდეც, მაგრამ ამ გზაზეც გამოჩნდება ახალი წინააღმდეგობები და ისევ გაჩერდები. ასე ვრჩებით ადამიანები, იმედგაცრუებულნი… შედეგად – გვაბოროტებს ჩვენი უსუსურობა… არადა, საკმარისია დაიმახსოვრო მხოლოდ ერთი რამ, ერთი წინადადება ცხოვრებაში:
არასოდეს არ დანებდე, იბრძოლე.
არა აქვს მნიშვნელობა, რომ ერთ ან თუნდაც, ათეულობით ბრძოლაში დამარცხდი.
ცხოვრება გრძელდება!
მთავარი მოწინააღმდეგე არის შენს შიგნით – სიზარმაცე, შიში, ეჭვი, მერყეობა.
იყავი შენი ოცნების მეომარი, მიზნის რაინდი, სურვილის ჯარისკაცი.“
წყარო: პიროვნული ზრდის სამყარო
