fbpx

როგორ მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები…

ავტორი Ann
5,785 ნახვა

 

ფიქრები ჩვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ. ენერგეტიკა, რომელიც ფიქრებისგან მოდის რეალურ გავლენას ახდენს ჩვენს ქმედებებზე, ამიტომ ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. წაიკითხეთ რამდენიმე რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები:

 

როდესაც გგონიათ რომ ნეგატიურ სიტუაციაში ხართ ეცადეთ მოძებნოთ რაიმე დადებითი – არ მისცეთ თავს უფლება ცუდმა ფიქრებმა ხასიათი გაგიფუჭონ, დაუსვით თქვენს თავს კითხვა, რა დაგეხმარებოდათ ახლა ყველაზე მეტად და ეცადეთ ის გააკეთოთ.

 

გახსოვდეთ, ხალხს არ აინტერესებს რას აკეთებთ და ამბობთ – თუ თქვენ გამუდმებით იმაზე ფიქრობთ რას იფიქრებენ თქვენს ამა თუ იმ საქციელზე ბედნიერი ვერ იქნებით. იცოდეთ, რომ ხალხს სრულებით არ აინტერესებს რას გააკეთებთ და იტყვით.

 

დაუსვით კითხვა თქვენს ფიქრებს – როდესაც უარყოფითი აზრები გაწუხებთ დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს ღირს კი ამის სერიოზულად მიღება? რასაკვირველია, მიხვდებით, რომ პასუხი უარყოფითი იქნება.

 

შეცვალეთ ნეგატიური გარემო თქვენს გარშემო – უბრალოდ დაფიქრდით რა გიფუჭებთ ხასიათს? შესაძლოა ეს იყოს გაზეთები, ჟურნალები, ადამიანები, მეგობრები, მუსიკა ან ნებისმიერი სხვა რამ. დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დროის გატარება მოგიხდეთ ნეგატივის წყაროსთან.

 

ნუ გადააქცევთ ჭიანჭველას სპილოდ – ხშირად ყველაფერი ნეგატიურად იმის გამო გვეჩვენება, რომ თავად ვამუქებთ. შეწყვიტეთ პრობლემების გამძაფრება და ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნება.

 

გამოუშვით ნეგატიური ფიქრები – თუ საკუთარი თავის დამშვიდება გიჭირთ ხმამაღლა გამოთქვით თქვენი ნეგატიური აზრები. ის, რასაც გულში ინახავთ თავადვე განგრევთ.

 

წაივარჯიშეთ – როდესაც ხვდებით, რომ ძალიან დაძაბული ხართ ნეგატიური ფიქრებისგან დაუთმეთ რამდენიმე წუთი ვარჯიშს და მიხვდებით რომ ეს აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

შეიტანეთ პოზიტივი ვინმეს ცხოვრებაში – როდესაც სხვას ეხმარებით, ამით ეხმარებით საკუთარ თავს. შეიტანეთ პოზიტივი სხვის ცხოვრებაში და ეს პოზიტივი აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

 

გაიხსნეთ მხოლოდ დადებითი – როდესაც ნეგატიური ფიქრები გაწუხებთ პოზიტიური არაფერი გახსენდებათ. ეცადეთ გაიხსენოთ ის მომენტები, როდესაც თქვენ ცხოვრებამ პოზიტივით დაგაჯილდოვათ.

 

დაიწყეთ ხვალინდელი დღე პოზიტიურად – უბრალოდ აიღეთ ფურცელი და დაწერეთ რაიმე პოზიტიური ფრაზა, დაიდეთ საწოლთან და დილით გაღვიძებისთანავე წაიკითხეთ. ასევე წაიკითხეთ რაიმე ისეთი რაც სიცილს მოგგვრით.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment