fbpx

„გარისკე ცხოვრება… თამამად გადალახე რუბიკონი… “

ავტორი admin
1.4K ნახვა

ყველაზე დიდი ადამიანური სისუსტე – ეს არის შიში, რომელიც საკუთარი თავის არ ცოდნიდან და ყალბი, შაბლონური რწმუნებულებებიდან იღებს სათავეს.

ეს არის, დაუსაბუთებელი და ილუზორული – წარსული გამოცდილების მიერ განპირობებული შიში. შიში გადადგა ნაბიჯი განუსაზღვრელობაში. შიში გააკეთო თამამი აღიარება. შიში გაიხსნა საკუთარი თავისა და ადამიანების წინაშე – ნიღბების გარეშე.

ჩვენ ყოველთვის გვეშინია და სწორედ ამიტომ ვმარცხდებით ასე ხშირად.

სინამდვილეში, ჩვენ საკუთარი უსაზღვრო ძალისა და პოტენციალის გვეშინია. ეს ქვეცნობიერი შიშია… იმიტომ, რომ ძალების კონცენტრირების შემთხვევაში, ჩვენ სასწაულების მოხდენა შეგვიძლია… და ჩვენ გვეშინია ამხელა პასუხისმგებლობის.

აბა დაფიქრდი… არცერთ გენიოსს და ბუმბერაზ ადამიანს არ ჰქონია რაიმე დამატებითი უჯრედი ტვინში… უმეტესობა მათგანი შენზე და ჩემზე ათასჯერ უფრო რთულ პირობებში უმკლავდებოდა ცხოვრების ეკლებს… და ყველაფერი ორგანიზებული ძალისხმევის, ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებისა და ამ ყველაფრის ერთ კონკრეტულ წერტილში კონცენტრირების შედეგად შეძლეს.

ეს არის და ეს მთელი საიდუმლოების საიდუმლოც!

უშიშარ, თამამ და წარმატებულ დღეს გისურვებ…

დაე შენი დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჭეშმარიტად ახალი, და არა გუშინდელი დღის ფერმკრთალი ასლი

გარისკე ცხოვრება… თამამად გადალახე რუბიკონი…

დამიჯერე – მცენარის ცხოვრებით ცხოვრების ძირი, ბევრად მწარე იქნება, ვიდრე რისკისაგან მიღებული გადაყვლეფილი მუხლების წუთიერი ჩხვლეტა, რომელიც კენწეროში გატკბილდება!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT

გიორგი თვალაძე

წყარო: facebook

მსგავსი სტატიები

Leave a Comment