fbpx

რატომ ნებდებიან ადამიანები?

ავტორი ჟოლო
1.8K ნახვა

თქვენ, როდესმე გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, რატომ ნებდებიან ადამიანები, რატომ ღალატობენ თავიანთ მიზნებს, რატომ ჩერდებიან შუა გზაზე და თავს ანებებენ იმ რეალიზების პროცესს, რომელიც მისიის განსახორციელებლად დაისახეს?

მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის რეალობის არასწორი აღქმა….

სამწუხაროდ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ისე არის მოწყობილი, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს წარმოაჩენენ, რომლებიც უკვე ოლიმპოზე არიან.

არა აქვს მნიშვნელობა რომელია ეს ოლიმპო – ბიზნეს-ოლიმპო, სპორტული, სამეცნიერო, ხელოვნების თუ პოლიტიკის.

მათ განვლეს რთული და მძიმე გზა, მიაღწიეს წარმატებას, წარმატება კი ყოველთვის არის – ლამაზი სახლები, ძვირადღირებული მანქანები, იახტები, თვითმფრინავები და გავლენიანი, თუ ცნობილი მეგობრები…

როგორც წესი ჩვენ მხოლოდ წარმატებას ვხედავთ, არსად ჩანს წარმატებამდე მისასვლელი  ხანგრძლივი, უინტერესო, მოსაწყენი, მონოტონური და მტკივნეული გზა…

სინამდვილეში ეს გზა უკიდურესად მძიმეა და შედგება დანაკარგისგან, იმედგაცრუებისგან, მას ახლავს ტკივილი, ღალატი, ცილისწამება, თვითრწმენის დაკარგვა და კაცობრიობისადმი უნდობლობა… შემდეგ აღორძინება, ისევ დაცემა, ისევ ღალატი, ისევ ტკივილი და იმედგაცრუება… ბვრისთვის ეს მძიმე გზა ათწლეულობით გრძელდება.

ლიტერატურული და ვიდეო ფორმატით ამ იმედგაცრუებისა და მარცხის გზის ჩვენება, უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომ ადამიანების უმრავლესობა შთაგონებული, თავიანთი ოცნებით ან სხვისი მიღწევით, დიდებით, სიმდიდრით, ძალაუფლებით, პირველივე ნაბიჯებზე ხვდებიან სრულიად განსხვავებულ ფილმში,  შავ, ნაცრისფერ, მტკივნეულ და უიმედო რეალობაში… და ეს რეალობა მათ მალევე ტეხავს.

მინდა, რომ თვითრეალიზების გზაზე მყოფ ჩემს მკითხველს ესმოდეს, რომ ეს გზა შედგება  ცრემლისგან, იმედგაცრუებისგან, ტკივილისგან, სასოწარკვეთისაგან. მაგრამ ჯილდო,  რომელსაც თქვენ ბოლოს მიიღებთ, ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ყველა თქვენი ტკივილი და ცრემლები ერთად.

 ვლადიმერ დოვგანი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment