მეოცნებე კაცი
ერთი კაცი წარმატებულ ბიზნესზე ოცნებობდა და ახლობლებსაც უყვებოდა თავისი იდეების უნიკალურობაზე.
„ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ მოქმედებას როდის აპირებო?„-ჰკითხა მეგობარმა.
„აი, ცოტა მოტივაცია მაკლია და ველოდები, წყურვილამდე როდის მომინდება ამ საქმის კეთებაო„ – უპასუხა მეოცნებე კაცმა.
„ესე იგი, მოტივაცია რომ არ აგიმაღლდეს, არ იმოქმდებო?„ კვლავ ჰკითხა მეგობარმა.
„რა ვიცი, სხვა ათასი პრობლემა მაქვს და ამ საქმეზე რომ გადავერთო, შინაგანი ძალა არ მყოფნისო“ – თავი იმართლა მეოცნებე კაცმა.
„მოდი, ერთ რამეს შეგეკითხები: შენ რომ სახედარი გყავდეს საბალახოდ მიგყავდეს და შიმშილის გამო შუა გზაზე გაგიჩერდეს, ბალახს მიუტან, თუ ბალახთან მიიყვან სახედარსაო?„- ჰკითხა მეგობარმა.
„ბალახთან მივიყვან იძულებითო„ – უპასუხა კაცმა.
„მართლი ხარ, ჰოდა, რომ მიიყვან და ბალახს რომ დაინახავს, მაშინ გაუჩნდება სიარულისა და ჭამის მოტივაცია სახედარს. ხომ ასეა?
„ასეა„
„ჰოდა, ასე, სახედარივით უნდა აიძულო თავი აკეთოს საქმე, ხოლო თვითდისციპლინა უნდა იყოს ის წკეპლა, რომელსაც გადაარტყავ საკუთარ თავს სიზარმაცისა და დღემეხვალიობის შემთხვევაში.
„აბა, მოტივაცია?„- დაიბნა კაცი.
„მოტივაცია მერე მოდის, შენი მოქმედებების შედეგს რომ დაინახავ“ – დასძინა მეგობარმა.
შეგონება:
საქმის დასაწყისში მოტივაცია ილუზიაა. თვითდისციპლინით მოქმედების უწყვეტობას მოსდევს შედეგი, ხოლო შემდეგ – შედეგი შობს მოტივაციას.
ბესიკ კაიშაური