30 ივნისს, „თბილისის არტ-ჰოლში“ მომღერალ გიგი ადამაშილის სოლო კონცერტი გაიმართება. პროგრამა მრავალფეროვანი იქნება, მომღერალი საათნახევრის განმავლობაში შეასრულებს როგორც უცხოურ, ასევე ქართულ სიმღერებს. ასევე ვიხილავთ გიგის დუეტს სოფო ნიჟარაძესთან ერთად.
გიგი ადამაშვილი: „თბილისი არტ ჰოლიდან“ მივიღეთ მოწვევა, რომ აქ გამეკეთებინა სოლო კონცერტი. სპეციალური სტუმარი გვეყოლება სოფო ნიჟარაძე, რომელიც იმღერებს კონცერტზე და ეს იქნება თავიდან ბოლომდე ცოცხალი შესრულება. აკომპანიმენტს ლევან ჩხაიძე გამიწევს, გიტარაზე თავად დავუკრავ და ვიმღერებ. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი, სასიამოვნო და კარგი კონცერტი გამოვა, სადაც გაჟღერდება ყველა ის სიმღერა, რომელიც ძალიან უყვარს მსმენელს“.
გიგი ადამაშვილი ქართველმა მსმენელმა გასულ წელს X ფაქტორით გაიცნო და სცენაზე გამოსვლისთანავე შეიყვარა. „შენ გაქვს მუსიკალური ნიჭი, მუსიკალური გემოვნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მუსიკალური ინტელექტი“- ასე შეაფასეს ის ჟიურის წევრებმა და ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად დაასახელეს, ხოლო სოფო ნიჟარაძემ მას „მუსიკალური სიყვარული“ უწოდა.
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=w6O5cqnM3m4″]