87
ოცდასამი აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2016 წლის ოცდასამ აპრილს უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გუშინ, ახალი მზიურის ამფითეატრში გაიმართა “ინტელექტის” მიერ გამოცემული წიგნის_უილიამ შექსპირის “სამოცდამეექვსე სონეტის”(ერთი შედევრის თერთმეტი ქართული თარგმანი) წარდგინება.
გამოცემაზე ისაუბრეს და წიგნში შესული თარგმანები წაიკითხეს კრებულის შემდგენელმა, პროფესორმა პაატა ჩხეიძემ და მთარგმნელებმა ლელა სამნიაშვილმა, ანი კოპალიანმა და გვანცა ჯობავამ.