fbpx

„დაფიქრდი შენს ყველა გადადგმულ ნაბიჯზე, შეამოწმე და გამოსცადე საკუთარი თავი“…

ავტორი ჟოლო
79 ნახვა

ადამიანები ჭკუას ვერ სწავლობენ, ვინაიდან, მეხსიერება ღალატობთ. ავიწყდებათ, რაც თავს გადახდათ.
ავიწყდებათ, როგორ იტანჯებოდნენ, როგორ აყენებდნენ შეურაცხოფას, როგორ ამცირებდნენ, როგორ ატყუებდნენ და როგორ ღალატობდნენ.
შეიძლება არ დამეთანხმოთ მაგრამ მითხარით, მაშინ, რატომ არის ადამიანი მუდმივ განსაცდელში და უსიამოვნებაში.
რატომ ჩადიან ადამიანები ერთიდაიგივე შეცდომებს, რატომ არიან მუდმივ სტრესში, რატომ ავიწყდებათ წარსული.
პარადოქსია, ავიწყდებათ განცდები და არ შეუძლიათ პატიება. შეიძლება არ ავიწყდებათ, მაგრამ იგივეს იმეორებენ.
ადამიანს უჭირს აღიაროს, რომ ის დამნაშავეა და შეცდომა დაუშვა.
ადამიანს უჭირს ბოდიში მოიხადოს და სინანულში ჩავარდეს საკუთარი საქციელის გამო.
თითქმის ყველა დამნაშავე მართალია.
ბოროტს გონია, რომ კეთილია, უზნეოს გონია წესიერია.
ყველა უნიჭო ამტკიცებს რომ ნიჭიერია.
დაფიქრდი შენს ყველა გადადგმულ ნაბიჯზე, შეამოწმე და გამოსცადე საკუთარი თავი.
ნუ იჩქარებ, ნუ აყვები გრძნობებს, ნუ იქნები ილუზიაში,
თვალი კარგად გაახილე და იფიქრე მომავალზე.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment