fbpx

7 ნაბიჯი ბედნიერი და ენერგიული დილისთვის

ავტორი ჟოლო
2.1K ნახვა

ნაკლები ძილის გამო თავი გტკივა? გეზარება საწოლიდან წამოდგომა?  საერთოდაც მთელი დღე უკვე საშინლად გეჩვენება? არა, არ  დანებდე, დილა ხომ მთელი დღის საწყისია, შეხვდი მას ბედნიერი  და საბოლოოდ მიიღებ საუკეთესო დღეს.

მაშ ასე წარმოგიდგენთ 7 საუკეთესო გზას ბედნიერი და ენერგიული დილისათვის!

  1. არ ჭამო ძილის წინ

002მაშინაც კი, როდესაც გვძინავს და შესაბამისად არაფერს მივირთმევთ, ჩვენი საკვების მომნელბელი სისტემა მაინც მუშაობს და თუ ჩვენ, ჩვენს თავს მივცემთ უფლებას ძილის წინ 2 ნაჭერი პიცა მივირთვათ, მაშინ ის 2 -ჯერ მეტი დატვირთვით იმუშავებს, აქედან გამომდინარე დილით საშინლად დაღლილები გავიღვიძებთ, ამიტომ სჯობს დროული ვახშამი ავირჩიოთ და ორგანიზმს მშვიდ რეჟიმში მუშაობის საშუალება მივსცეთ.

 

  1. მეტი ძილი

imagesგრძნობთ რომ ნამვილად დაღლილი ხართ, მაგრამ მაინც აგრძელებთ თქვენი საყვარელი სატელევიზიო გადაცემის ყურებას? ძალიან ცუდი, უმჯობესია დაიძინოთ და არ დაკარგოთ ის 8 საათი რომელიც აუცილებელია თქვენი ენერგიისათვის წინ ხომ ახალი, დატვირთული სამუშაო დღე გელოდებათ.

 

 

 

 

  1. არავითარი სოციალური ქსელი

003

 

„ლურჯი შუქი“, აბინძურებს ჩვენს გონებას, ხელს უშლის ძილის ჰორმონს გააქტიურებაში და აფერხებს მას, რაც დილით უმიზეზო უხასიათობას იწვევს.

 

  1. ივარჯიშე

download (1)დილით, როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ ჩვენი ორგანიზმი მოდუნებულია მას ჯერ კიდევ სძინავს! ჩვენი სხეულისგან შორს რომ არ ვიყოთ, ამისათვის საჭიროა დილის გამამხნევებელი ვარჯიშები, რაც ბევრ სასიკეთო ძალას მატებს ჩვენს სხეულს. გვაქვს უკეთესი სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმში იმატებს ჟანგბადის დონე და ვიმუხტებით საჭირო  ენერგიით, რაც დამეთანხმებით ალბათ მშვენიერი დღის საწინდარია.

 

5. მაღვიძარა

Hand under blanket reaching out for alarm clock, shallow depth of field focus on foreground

ყველაზე საშინელი ხმა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა მასთან გამკლავება სულაც არ გვიძნელდება, განგაშის სიგნალს მხოლოდ ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით ვრთავთ და ისევ ტკბილ ძილს ვუბრუნდებით, მაგრამ მაღვიძარასთან ბრძოლას, სჯობს გადავტვირთოთ ჩვენი ბიოლოგიური საათი და ჩვენსავე სასიკეთოთ ავამუშაოთ.

ყოველ დღე ზუსტად ერთიდაიგივე დროს დაიძინეთ და გაიღვიძეთ და თქვენ სულ ცოტა ხანში  შეამჩნევთ,რომ მაღვიძარას დაასწარით კიდეც  თუნდაც 2 წუთით ადრე გაღვიძება.

 

  1. ერთი ჭიქა წყალი

downloadდღე იწყება ერთი ფინჯანი ყავით? – სჯობს ყავა შეცვალოთ ერთი ჭიქა თბილი წყლით ეს ორგანიზმისათვის საუკეთესო პროცედურაა, ამ მეთოდით ეფექტურად გაიწმენდთ ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან. ის ასევე დამამშვიდებლად მოქმედებს თავის ტკივილზე და ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას, ერთი ჭიქა თბილი წყლის მიღება ყოველ დილით შეგინარჩუნებთ ახალგაზრდობას.

 

 

7. გაიაზრე, რომ გათენდა ახალი დღე… გაიღიმე და ბედნიერი სახით წამოდექი საწოლიდან. ყველას გისურვებთ წარმატებულ და მთელი დღის სამყოფ ენერგიას, ბევრ მხიარულებას, პოზიტიურ განწყობას და დაკისრებული სამუშაოს ღირსეულად შესრულებას…

 

ავტორი: ბელა კაპანაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment