fbpx

ურთიერთობების შენება

ავტორი ჟოლო
444 ნახვა

სინამდვილეში, მხოლოდ ხანგრძლივ ურთიერთობებს აქვს აზრი, როდესაც შენს გვერდით მყოფი ადამიანი იქცევა, შენიანად, მშობლიურად.
როდესაც იცი ყველა მისი ინტონაცია, გრძნობ და იცი მისი ხასიათის ყველა საიდუმლო და ბოლოს და ბოლოს იცი, როგორ შეურიგდე და საერთოდ რას ელოდო მისგან.

ასევე, ყველა მისი სისუსტეები და ნაკლი იცი. რომლებიც შენში იწვევს ღიმილს და რაღაც სითბო გეღვრება სხეულში და გულში.

შენ შეგიძლია უწოდო: „ავო, ბოროტო, ცუდო, …“ და რა ვიცი კიდევ ბევრი რამ (ვერსიები შემომელია 🙂 )…
ერთი სიტყვით – „გამოუშვა ორთქლი“…

ძველებურად აღარ ცდილობ მოახდინო შთაბეჭდილები მასზე და უბრუნდები საკუთარ თავს. კარგად გესმის, მას უყვარს არა შენი გარეგნული სახე, არამედ სწორედ შენ – ის ნაღდი.. ამიტომაც ხარ თავისუფლად. არ თამაშობ. მის გვერდით ცხოვრობ – ნაღვლობ, დარდობ, ხარობ, გესმის მუსიკა შენი და განუმეორებელი (მხოლოდ ორისთვის), ოცნებობ, გიყვარს…

და შენთვის მთავარი ხდება, რომ მას არაფერი დაემართოს.

ურთიერთობების შენება — ეს სერიოზული, საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ ეს ამად ღირს, რადგან სწორედ ასეთ ურთიერთობას აქვს მომავალი.
https://zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment