fbpx

ამ დროს თვალნათლივ ხედავ ვინ ხარ? რა გინდა? რა არის შენი დანიშნულება?

ავტორი ჟოლო
134 ნახვა

რა არის ქოუჩინგი?

ამ საოცარ პროფესიას, ერთ-ერთ ონლაინ ტრენინგ-პროგრამის დროს მივაგენი და საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ძალა.

ეს იყო უცხოელ სპიკერთან 1 საათიანი ურთიერთობის შედეგად მიღებული ტრანსფორმაცია. ჩემი ტარნსფორმაცია!

კარგად, მახსოვს ყოველი წუთი და ის წინააღმდეგობები რომლებიც მაშინ, კითხვის დასმის შედეგად მიჩნდებოდა… საკუთარი დანიშნულების აღმოჩენა და გააზრება.

წარმოგიდგენიათ?

41 წელი თურმე სულაც არ ვმდგარვარ იქ, სადაც უნდა ვმდგარიყავი… აი აი,თურმე რატომ ვერ ვგრძნობდი სიმშვიდეს, რატომ ვაწყდებოდი ერთიდან მეორეს… ყოველთვის იყო რაღაც, რაც არ მაკმაყოფილებდა და მეტისკენ სწრაფვა… განვლილმა წლებმა, მიღებულმა გამოცდილებამ, ბოლოს და ბოლოს მიმიყვანა საჭირო ადგილას. ახლა ვხვდები, ის ყველაფერი, რაც წარსულში მოხდა და გადამხდა აუცილებლობას წარმოადგენდა…

ამას მოჰყვა თვითფრინავის ბილეთის აღება, ახალი პროფესიის დაუფლება…

გამოცდები…

სერთიფიცირება…

მას მერე, 900 ზე მეტი საათი თავად ჩავატარე და ვატარებ სესიებს დღესაც…

თითოელი შეხვედრა კლიენტებთან, ჩემთვის კიდევ უფრო მეტის გააზრების საშულებას იძლევა. მე მას საცრებათა სამყაროში მოგზაურობას ვეძახი.

ამ დროს თვალნათლივ ხედავ

ვინ ხარ?

რა გინდა?

რა არის შენი დანიშნულება?

როგორ მიჰყვე მას?

როგორ გახდე ამა თუ იმ ცხოვრების სფეროში წარმატებული?

რა გიშლის ხელს?

რატომ ტკეპნი ერთ ადგილს?

როგორ დაარეგულირო ურთიერთოებები?

როგორ გახდე მეტად ჯანმრთელი?

როგორ გახადო ცხოვრება ჰარმონიული?

რა არის საჭირო, რომ შენი ცხოვრება განიცდიდეს პროგრესს?

ყველაფერ ამაზე და სხვა ბევრ მტკივნელ საკითხებზე, რომელიც დგას ცხოვრებაში ამ ეტაპზე, შეგიძლიათ პერსონალური ქოუჩის დახმარებით (არა რჩევებით) იპოვოთ პასუხები.

საოცარი გრძნობაა, როცა საჭირბოროტო საკითხზე ქოუჩი კი არ გაძლევს რჩევას, არამედ სადღაც სიღრმიდან, მისი სწორად დასმული კითხვების დახმარებით, შენში იხსნება ერთმანეთის მიყოლებით პასუხები. შენ თავად ხდები აღმომჩენი და შემდეგ შემოქმედი!!! შენი ბედის შემოქმედი!!!

ყველას გისურვებთ პირადი „ინსაითის“ განცდას!!!

წარმატებები და წისვლა თქვენ, ძვირფასო მეგობრებო!!!

http://kvaratskhelia.pro/

სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment