❤ როგორ უნდა გააძლიეროთ ოჯახი, ისე, რომ არ დაკარგოთ ძალები?
❤ როგორ უნდა შეინარჩუნოთ ბალანსი და ჰარმონიული მდგომარეობა?
❤ როგორ უნდა გახდეთ თავდაჯერებული და
❤ როგორ უნდა გაამრავლოთ ბედნიერება?
თუ გსურთ დაეუფლოთ ცოდნას, რომელიც ამ ყოველივეს შეგაძლებინებთ, მაშინ ვიდეო ჩანაწერი “მანდილოსნის სახლი – დედოფლობის სამი დონე”, თქვენთვის არის.
ონლაინ კურსს, ენერგეტიკული და სულიერი პრაქტიკების ტრენერი ევგენია დრონი ატარებს.
– ევგენია, რას მიიღებენ გოგონები ამ სემინარზე და როგორი შედეგები ექნებათ მათ?
– მე ხშირად ვსაუბრობ საკუთარი ერთიანობის მნიშვნელობაზე. სწორედ ამ მთლიანობას მიიღებენ სემინარის მონაწილეები ბოლოს. თუმცა, შედეგი ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გააკეთა ადამიანმა საკუთარი თავისთვის.
თუ ყოველივე გაკეთდება ისე, როგორც სემინარზე მოცემულ სავარჯიშოებშია, ამ კურსის დასრულების შემდეგ მოხდება:
❤ საკუთარი ენერგიის და ძალის დაბრუნება;
საკუთარი მომავლის მოდელირება და სწრაფვა, რომ სხვისი ოცნებები კი არ შეასრულო, არამედ ს ა კ უ თ ა რ ი
სემინარზე ჩვენი ცხოვრების შემადგენელ სამ უმნიშვნელოვანეს ნაწილს განვიხილავთ:
სახლი – მიწა,
სახლი – რომელშიც ვცხოვრობთ
და ჩვენი სულის სახლი, ჩვენი ფიზიკური სხეული.
ყოველი ქალი ატარებს უდიდეს პასუხისმგებლობას ამ სამივე სახლში ჰარმონიასა და წესრიგზე. შეუძლებელია ერთში იყოს ქაოსი და მეორეში წესრიგი. თქვენ, თქვენი ყურადღებით ცხოვრების ყველა სფეროს აშენებთ და იღებთ სამყაროსგან უკუკავშირს.
ჩვენ სწორედ ამ სახლების შენებისა და სამყაროსგან უკუკავშირის მიღების ცოდნას დავეუფლებით.
შეხვედრებზე გავიგებთ
🔆 როგორ გავაღრმავოთ ინტუიცია;
🔆 როგორ მივიღოთ სხვების მხარდაჭერა ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას;
🔆 როგორ შევქმნათ პოზიტიური ენერგია სახლში და რაზეა ის დამოკიდებული;
🔆 ასევე გაერკვევით რომელი პროგრამები გიშლიან ხელს სიხარულით ცხოვრებასა და სასურველის მიღებაში და როგორ იზიდავთ სხვის პროგრამებს.
სემინარი გაჯერებულია ენერგეტიკული პრაქტიკებით.
ევგენია დრონი: ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში ბალანსის აღდგენა ჩემი საყვარელი საქმიანობაა. საუკეთესო შედეგის მისაღწევად კი ყოველთვის ენერგეტიკულ პრაქტიკებს ვიყენებ. რა თქმა უნდა, სრული პირადი მხარდაჭერა უფრო ეფექტურია, ვიდრე სემინარები, მაგრამ სემინარებიც, როგორც დამატებითი განათლება აუცილებელია, რადგანაც გვმატებს ძალას, ასუფთავებს ენერგეტიკულ ველს და გვაძლიერებს.
ახლა ჩვენ გავდივართ ყველასთვის საინტერესო დროს და საინტერესო ცვლილებები ხდება მთელს მსოფლიოში.
საკითხების მოგვარება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე 5-10 წლის წინ, დედამიწის ენერგიაც შეიცვალა.
ეს სემინარი საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ ცოდნას, თუ როგორ უნდა განახორციელოთ თქვენდა სასიკეთოთ ეს ცვლილებები.
გისურვებთ წარმატებებს
სიყვარულით ევგენია დრონი
🔥🔥🔥“დედოფლობის სამი დონე “, – ვიდეოჩანაწერი 10 შეხვედრით, თითო 60 წუთი. (რუსულად)
ამ კურსის შემდეგ თქვენ ნამდვილად გახდებით თქვენი ცხოვრების დედოფალი, მთავარია მზაობა.