fbpx

„ამ კითხვაზე პასუხით, ჩვენ ვხდებით წყარო ბედნიერების“…

ავტორი ჟოლო
512 ნახვა

„ხშირად მწერენ, როდესაც ვამბობ: ბედნიერება შინაგანად არის და სიხარული და ცხოვრებით ხალისი უნდა შეგვეძლოს, უნდა ვისწავლოთ, პირველ რიგში, მარტო დარჩენის დროს – ეს იწვევს ხოლმე ზოგიერთში პროტესტს“ – წერს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია.

თამარ კვარაცხელია: ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ძნელია.

პასუხს მწერენ კიდეც შესაბამისი შინაარსით: „რა აზრი აქვს ადამიანის სიცოცხლეს თუ ის მარტოა? მარტო ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, მას სიხარულს გვრის – შვილები, ოჯახი, ნათესავები, კოლეგები, თანამშრომლები ….
ნაწილობრივ ვეთანხმები!

თუმცა, ეს ყველაფერი არის დამატებითი ბედნიერების სრულყოფის საშუალებები.

ჩვენ მათში ვეძებთ ან მათ მივიჩნევთ ბედნიერების წყაროდ!

როგორ უყურებთ იმ აზრს, რომ თავად გახდეთ ბედნიერება, თავი კარგად იგრძნოთ ჯერ თავად?

<3 ვერავინ იგრძნობს ჩვენს გვერდით თავს კარგად, სანამ ჩვენ თავად, არ ვიგრძნობთ საკუთარ თავთან თავს კარგად! <3

ვინ ვარ მე სინამდვილეში?
რა მინდა აქ სინამდვილეში?

აი ამ კითხვაზე პასუხით, ჩვენ ვხდებით წყარო ბედნიერების, რის შედეგადაც ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს… უხარიათ ყოფა, ჩვენი და საკუთარი არსებობა.. უხარიათ ცხოვრება, ივსებიან სასიცოცხლო ძალებით.

ცნობიერის ამ დონეზე მყოფი ადამიანი არ ცდილობს სხვებში თავისი არასრულფასოვნების, არარეალიზებულობის, სხვა უამრავი შინაგანი გაუცნობიერებელი პრობლემების გადაწყვეტას(შვილში, მეუღლეში…), არამედ ახარებს, აბედნიერებს აქ და ამჟამად ყოფა.

წყარო: https://zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment