ცხოვრება არ არის სამართლიანი. თუ მუდმივად იფიქრებთ იმაზე, რომ თუ სხვას გაუმართლა, თქვენც გაგიმართლებთ, მაშინ აუცილებლად მზად უნდა იყოთ იმედგაცრუებისთვის. ესაა ცხოვრება. როგორც ლიდერს, თქვენ ხშირად მოგიწევთ მსხვერპლის გაღება, უხეში გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამის გარეშე თქვენ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდებით.
ძლიერი ლიდერისთვის ყველაზე მთავარია იყოს სამართლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძლოთ ბალანსის პოვნა მიზნებსა და ურთიერთობებს შორის.
წარმოგიდგენთ რამდენიმე დეტალს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში თქვენ გახდებით ლიდერი, რომელსაც აუცილებლად გაყვებიან:
მოემზადეთ გამარჯვებისთვის – როდესაც გუნდი ხედავს, რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ გამარჯვებისთვის და გსურთ თქვენი კომპანია იყოს წამყვანი ისინიც აუცილებლად შეეცდებიან თავადაც იგივე გააკეთონ.
აჩვენეთ თანამშრომლებს თანაგრძნობა – თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი პრობლემები თქვენი პრობლემებია და მათი წარუმატებლობა – თქვენი წარუმატებლობა. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ თქვენ ხართ მესაჭე გემისა, რომელშიც ისინი სხედან.
აქციეთ თქვენი გუნდი პრიორიტეტად – მარტივი არაა სხვის ქუდში იგრძნო თავი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენ თანამშრომლებს ეუბნებით, რომ მათი ზრდა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სინამდვილეში ამისთვის არაფერს აკეთებთ, ეს უბრალოდ ტყუილია.
შედით კომუნიკაციაში – თუ თქვენ ჩაიკეტებით კაბინეტში და არ დაინტერესდებით იმით, რა ხდება ირგვლივ, ვერ შეძლებთ ააწყოთ ისეთი ბიზნესი, როგორიც გსურთ, აუცილებელია კონტაქტი იქონიოთ თანამშრომლებთან და შეხვიდეთ მათთან კომუნიკაციაში, გაამხნევოთ ისინი.
წაახალისეთ თანამშრომლები – გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს მოსწონს, როდესაც მათ უფასდებათ ის, რასაც აკეთებენ. თუ რომელიმე თანამშრომელი განსაკუთრებით წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას ნუ მოერიდებით ამის აღნიშვნას სახალხოდ.