…ხშირად მომისმენია, როცა ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ სიყვარულის გამოხატვის სწორედ იმ გზას, რომელიც თავად ემარტივებათ…..
…და როგორც წესი რაც თავად უკეთ გამოსდით, ყოველთვის ის არის მთავარი
„მთავარია საქმით დავამტკიცო“
„მთავარია კარგად მოვუარო და მასზე ვიზრუნო“,
და ა.შ.
…და ნუთუ თქვენ მართლა გგონიათ, რომ იცით რა არის მთავარი?
არსებობს „სიყვარულის ენების“ ნაირსახეობა – ანუ ვინ როგორ გამოხატავს და ვინ როგორ და რას აღიქვამს სიყვარულად.
…ალბათ დამეთანხმებით, თუ სიყვარულის ენები შესაძლოა სხვა და სხვა ქონდეთ ორ ადამიანს, მათ ან თარჯიმანი დასჭირდებათ ან ერთმანეთს ვერაფერს გააგებინებენ….
ოღონდ ახლა არ მითხრათ, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და ამიტომაც ბედნიერად ცხოვრობდნენოოოო….
არა და ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე მარტივად ენის შესწავლა სწორედ მაშინ არის შესაძლებელი, როცა შენი საყვარელი ადამიანი შენგან განსხვავებულ ენაზე საუბრობს….სერიოზული მოტივაციაა….
მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ადამიანებმა სიყვარულის ყველა ენა ისწავლონ?????
შეუძლებელია თქვენ ყურადღება გინდოდეთ და მან „გალოკილი“ სახლი და სადილი დაგახვედროთ,
თქვენ თანაგრძნობა გინდათ – გემრიელი სადილი,
რჩევა გინდათ ? – უუუგემრიელესი სადილი,
მეტი ცეცხლი გინდათ და ფიზიკური სიახლოვე? – ისევ სადილი….
ან, პირიქით – მეუღლეს შია – თქვენ ინტიმს თავაზობთ,
გვერდზე დგომა უნდა – ინტიმი,
რჩევა უნდა – ინტიმი,
სუფთა ტანისამოსი გაუთავდა – ინტიმი????
მე მაპატიეთ, მაგრამ სიყვარული გვზრდის – ყოველი შემთხვევისათვის უნდა გვზრდიდეს….
თუ თქვენ მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც კარგად იცით და სიყვარულმა არ დაგაყენათ იმის ხასიათზე , რომ რაც არ იცით ისიც იცოდეთ, არ ყოფილა თქვენი სიყვარული სიყვარული….
ყოფითი პირობების მოწყობა, გვედზე მუდმივი მომვლელის თუ სექსუალური პარტნიორის ყოლა – სიყვარული არ არის და გილოცავთ…..
გილოცავთ, თუ სიყვარულის აღმოჩენის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ გაქვთ…
სიყვარულისა, რომელიც ჩინურ გრამატიკასაც შეგასწავლით, იმისათვის რომ საყვარელს სიყვარული უკეთ გამოუხატოთ.