ერთხელ დიდი ხნის წინ სარკე გავტეხე….შევაგროვე ნატეხები, საგულდაგულოდ დავაწებე, მაგრამ ერთი ნაწილი სადღაც გაქრა, ამის გარეშე სარკეში, ჩემს თავს ვეღარ ვხედავდი.
ბევრი ვეძებე, ბოლოს დავიღალე აღარც ჩემი თავის დანახვის სურვილი და აღარც ძალა აღარ მქონდა.
ბედს შევეგუე და გავაგრძელე ცხოვრება…გავიდა წლები…ხშირად მხვდებოდა სხვადასხვა ნაწილი…რამდენჯერ ვყოფილვარ აღფრთოვანებული მეგონა დაკარგული ვიპოვე, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა ჩემი.
ასე გადიოდა დღეები….თვეები…წლები….
…ერთ განსაკუთრებულ ღამეს უცნაური ნათება შევნიშნე…სარკის ნატეხი დავინახე რომელსაც ძალიან ჰგავდა იმას რასაც, წლებია უშედეგოდ ვეძებ. მეგონა ის იყო, სწორედ ის რომელიც, სარკის გამთელებისთვის მჭირდებოდა……ხელი მოვკიდე და წამოვიღე…ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები…. მივედი სარკესთან და დაკარგული ნატეხი ცარიელ ადგილზე დავაბრუნე, მოერგო მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ის ნაწილი არ იყო რომელიც მე მჭირდებოდა . იმედი გამიცრუვდა, მინდოდა როგორმე როგორმე მომერგო ჩემი სარკისთვის, შევეცადე კიდეც…..მერე გამახსენდა რომ, შეიძლებოდა ამ ნაწილს ვიღაც ისევე ეძებს, როგორც მე ჩემსას…ადგილზე დაბავრუნე და გავაგრძელე იმ ნაწილის ძებნა რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის…
ავტორი: სალომე გოგეშვილი