fbpx

სამი არჩევანი ცხოვრებაში

ავტორი ჟოლო
1.8K ნახვა

როდესაც აღმოაჩენთ, რომ ოთახში ხართ და გარეთ გასვლა გინდათ, ოთახის კარს მიაწექით.

არ გაიღო? მაშინ გამოქაჩეთ თქვენსკენ.

კიდევ არ გაიღო? მაშინ კარი დაკეტილი ყოფილა.

ამ შემთხვევაში სამი არჩევანი გაქვთ:

1) გასაღები მოძებნოთ.

2) კარი გაამტვრიოთ.

3) ფანჯრით ისარგებლოთ.

სწორედ ასეა ცხოვრებაშიც!

P.S. გასაღების მოძებნა – ბედია;

კარის გამტვრევა – ძალა;

ფანჯრიდან გადასვლა – მოხერხება.

***

* ბავშვობაში მეგონა, რომ ბედი არ მქონდა,

* მოზარდობაში მივხვდი, რომ ბედს თვითონ ვქმნიდი.

* ახლა ვხვდები, რომ ჩემი ბედი – მე თვითონ ვარ და როგორიც ვიქნები, ისეთივე ბედი მექნება.

***

ბედნიერება თქვენგან უნდა მოდიოდეს. მას სხვაგან ვერსად იპოვოთ. სხვამ შეიძლება გაამრავლოს ან შეამციროს თქვენი ბედნიერება. თქვენს ბედნიერებას ფესვი თქვენში უნდა ჰქონდეს გამდგარი. ასე რომ, გააცნობიერეთ თქვენი ძალა, თქვენი სილამაზე და თქვენი უნიკალურობა.

* თქვენ ძალიან ძლიერი ხართ;

* თქვენ ძალიან ლამაზი ხართ;

* თქვენ უნიკალური ხართ.

და არ მიიღოთ არცერთი სხვა აზრი.

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment