ბავშვთა ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის გზავნილი მასწავლებლებს:
✔ ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა – იპოვეთ თქვენი მოსწავლე!
✔ თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!
✔ მასწავლებელო ისწავლე თვალებით აღზრდა!
✔ ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში!
✔ ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან!
✔ ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას!
✔ პატივი ეცი ბავშვის უცოდინრობას (კორჩაკმა თქვა) და გაუკვალე მას გზა!
✔ ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს…. განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!
✔ ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა!
✔ მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს!
✔ რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!
✔ თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!
✔ უსიყვარულოდ სკოლაში ნუ წახვალ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში!
✔ თუ მასწავლებელს მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში!
✔ დაუკმაყოფილეთ ბავშვს დიდობის მოთხოვნილება და მოიპოვებთ მის ნდობას!
✔ არ დადგეთ არც ერთ ბავშვზე მაღლა! იყავით მისი თანატოლი!
✔ თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!