fbpx

ბედნიერი ურთიერთობის კანონები

ავტორი ჟოლო
3,617 ნახვა

1. გამარჯვებულის კანონი
ფაქტობრივად, ცხოვრებაში ყოველთვის ისეთ ადამიანს მოვიზიდავთ, როგორიც ვართ თავად. თუკი არ მოგვწონს გარემოცვა, ჩავიხედოთ გულში. თუკი ვთვლით რომ გარემოცვაში გაგვიმართლა, ეს მხოლოდ იმიტომ რომ, თავად ვართ ასეთი. ამიტომაც, თუ  მიზანია ცხოვრებაში მოიზიდოთ ღირსეული ადამიანი, თავად გახდით ღირსეული.

2. მიზეზ შედეგობრივი კანონი
რასაც გავცემთ იმას ვიღებთ. მოვექეცეთ  პარტნიორს ისე, როგორც გვსურს რომ მოგვექცეს.

3. სიყვარულის კანონი
სიყვარული გვჭირდება ყველას. სიყვარული ნიშნავს მიმღებლობას, გახსნილობას, ზრუნვას, სინაზეს, მზაობას გასცე და აიღო პასუხისმგებლობა, ნდობას, უანგარობას, იყო კეთილი.  რაც მეტად გამოვავლენთ ამ თვისებებს , მით მეტად დაგვიბრუნდება. ისეთი გამოვლინება, როგორიცაა – შიში, ეჭვიანობა, დამოკიდებულება, მანიპულაცია, კონტროლი, პრეტენზია, საყვედურები – ანადგურებენ ურთიერთობებს და სიყვარულთანაც არაფერი აქვს საერთო.

4. სიტყვის ძალის კანონი
ყველა სიტყვას აქვს ძალა. სიტყვით შეიძლება განკურნო, შეიძლება მოკლა. ადამიანმა თვალყური უნდა ადევნოს რას ლაპარაკობს. „იარლიყების მიკერება“, შეურაცხყოფა, დაყვედრება გულში აჩენს ჭრილობებს, რომელიც არსდროს (ან თითქმის ) ხორცდება. ყველა ადამიანის გულში, სულში სახლობს პატარა ბავშვი, რომელმაც განიცადა უარყოფის შიში, ეშინია სათანადოდ ვერ ან არ შეაფასებენ და ეშინია ტკივილის. გამოვიყენოთ მხოლოდ თბილი სიტყვები, კომპლიმენტები, დალოცვა და გამხნევება.

5. ნდობის კანონი

ნდობა — სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობებში. უნდობლობა, ერთს აქცევს ეჭვიან, მშფოთვარე,  ცუდის მოლოდინში მყოფ პარტნიორად, ხოლო მეორეს, აგრძნობინებს თავს ემოციურ ხაფანგში – „უჰაერობაში“. ეჭვიანობა — მარტოობის შიშია, დაბალი თვითშეფასების და საკუთარი თავის უსიყვარულობის. ნდობა — ეს ნამდვილი სიყვარულის განუყოფელი ნაწილია.

6. გულახდილობის კანონი
იყავით გულახდილნი. სიყავრული ჰგავს მცენარეს, რომელიც ან იზრდება ან ჭკნება და ხმება. ისაუბრეთ ერთმანეთთან თქვენს სურვილებზე, ურთიერთობებზე, გრძნობებზე. მიანიშნეთ პარტნიორს, რომ გიყვართ და აფასებთ. ნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ სიტყვების «მე შენ მიყვარხარ» გამო, თავში აუვარდება. ისე როგორც მზე მცენარეს ზრდის, გულიდან წამოსული შექება ახალ სულს ჩაბერავს ურთიერთობებს.

7. გაცემის კანონი
გიყვარდეს — ნიშნავს უწილადო შენი ნაწილი, სამაგიეროს და მიზეზების გაეშე. თუ გსურთ მიიღოთ სიყვარული, უნდა გასცეთ. რაც მეტად გულუხვი ხართ, მით მეტს მიიღებთ. სიყვარული ჰგავს ბუმერანგს -მუდმივად ბრუნდება. შეიძლება, ყოველთვის არა იმ ადამიანისგან, ვისაც უწილადეთ, მაგრამ მაინც ბრუნდება. ათიათასად. სიყვარულის რეზერვი შეუზღუდავია. არაფერს ვკარგავთ როცა გავცემთ. დაკარგვის ერთადერთი საშუალება – ეს არის არ უწილადო სხვებს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ადამიანები ხშირად განიცდიან სიყვარულის დეფიციტს  – ელოდებიან სანამ, მათ ვინმე შეიყვარებს. ეს ჰგავს მუსიკოსს, რომელიც ამბობს: «მე დავუკრავ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანები აცეკვდებიან» ან ცეცხლმა გაგათბოს, ისე რომ არ შეუკეთოთ შეშა.

ნამდვილი სიყვარული უსაზღვროა და არ ითხოვს სამაგიეროს. ცხოვრებაში ურთიერთობების საიდუმლო ფორმულა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის ყურადღება მიექცეს არა იმას რა შეიძლება აიღო, არამედ – რა შეიძლება გასცე.

8. შეხების კანონი
შეხება — ერთ-ერთი ძლიერი სიყვარულის გამოხატვაა და ის ამყარებს ურთიერთობებს. შეეხო ადამიანს ეს ნიშნავს – შეეხო მის სულს და გულს. ამიტომ, როდესაც ვიღაცაზე ვართ გაბრაზებული, ვამბობთ:  «რ შემეხო!» ხშირად შემოეხვიეთ ადამიანს, უბრალოდ ისე, მიზეზგარეშე, ხშირად ჩაჰკიდეთ ხელი.

ლონდონის ერთ -ერთ კლინიკაში, მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მთავარი ქირურგი, ყოველ საღამოს, ოპერციის წინ სტუმრობდა პაციენტებს, კითხვებზე სცემდა პასუხს და უხსნიდა ოპერაციის საერთო მდგომარეობას. სანამ ქირურგი ელაპარაკებოდა, მას ეჭირა პაციენტის ხელი . ასეთი პაციენტები გამოჯანმრთელდნენ სხვებზე (ვინც არ მონაწილეობდა ექსპერიმენტში) გაცილებით( 3-ჯერ) სწრაფად. როდესაც მზრუნველობით ვეხებით ვინმეს, იცვლება როგორც ჩვენი ისე მისი ფიზიოლოგია: მცირდება ჰორმონალური სტრესის დონე, ეშვება ნერვიული დაძაბულობა, ემოციური მდგომარეობა. არსებობს მოსაზრება: თუ ჩვენ ყოვედღიურად არ შემოვეხვევით 7-8ადამიანს, განწირულები ვართ ავადმყოფობებისთვის.

9. თავისუფლების კანონი
თუ ადამიანი გვიყვარს მას უნდა მივცეთ თავისუფლება. თავისუფლება – თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილებები, იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. ყველა ჩვენთაგანს სჭირდება პირადი სივრცე. ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფალი ურთიერთობებში. სხვანაირად თავს გრძნობენ ხაფანგში. თუ ნამდვილად გიყვარს ვინმე, პატივი უნდა სცე მის სურვილებს და მოთხოვნებს. ყოველთვის არ არის ადვილი, საყვარელ ადამიანს მისცე თავისუფლება, მაგრამ სხვა გზა არ არის. ცხოვრებისეული სიბრძნე ამბობს: «რაც მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ადამიანს, მით მეტად ახლოს არის ის ჩვენთან».

თარგმნილია: ინტერნეტიდან

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment