ალბათ თქვენს გარემოცვაშიც არის ერთი ან რამდენიმე ქალბატონი, რომელიც ყოველთვის ყურადღების ქვეშაა განსაკუთრებული მოწესრიგებულობისა და გემოვნების გამო. შესაძლოა გიკვირთ კიდეც როგორ ახერხებს ამას. არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომლებიც ასეთ ქალბატონებს აქვთ, ისინი ამ ყველაფერს თითქმის ყოველდღიურად აკეთებენ.
წინა ღამით ამზადებენ მომდევნო დღის სამოსს – გგონიათ ისინი სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებას? სინამდვილეში ისინი წინასწარ ზრუნავენ იმაზე, რომ ეფექტი მოახდინონ.
ემზადებიან დიდხანს – ზუსტად ზემოხსენებულის გამო, მათ დილით არ უხდებათ დროის დაკარგვა სამოსზე და ამ დროს მთლიანად სხვა დეტალებს ახმარენ.
სწორად არჩევენ საცვლებს – გემოვნებიანმა ქალბატონმა იცის, რომ კარგი ვიზუალის უკან ყოველთვის ლამაზი თეთრეულია, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით არჩევს ტრუსს, ბიუსტჰალტერს, გეტრს…
იღებენ მაგალითს სხვა გემოვნებანი ქალბატონებისგან – ასეთ ქალბატონებს ყოველთვის ჰყავთ ე.წ. „სთაილ აიქონი“, რომელიც მათთვის მისაბაძია.
იცვამენ ამინდის შესაფერისად -დიახ, იმისათვის რომ სასაცილო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ სჯობს წინასწარ იცოდეთ როგორი ამინდი გელოდებათ.
იცვამენ სიტუაციის შესაბამისად – არსებობს გარკვეული ეტიკეტი სხვადასხვა სიტუაციაში სამოსის შესარჩევად. თუ თქვენ უფროსის წვეულებაზე მიდიხართ საჭირო არ არის გამომწვევად შეიმოსოთ.
ატარებენ სამოსს, რომელიც უხდებათ – გემოვნება ნიშნავს ჩაიცვა ის, რაც გიხდება და არა ის, რაც გინდა ან მოგწონს.
უკეთიათ ერთი ძვირადღირებული ნივთი – როგორი უბრალოც უნდა იყოს თქვენი სამოსი ერთი ძვირადღირებული აქსესუარი სრულიად საკმარისია მისთვის ბრწყინვალების მისანიჭებლად.
არჩევენ სწორ აქსესუარს – კოკო შანელი ამბობდა „როდესაც იკეთებთ აქსესუარებს, მოიშორეთ ბოლო“. ანუ ზედმეტი ყოველთვის ცუდი გემოვნების ნიშანია. აუცილებლად დააკვირდით გჭირდებათ თუ არა ეს შარფი ან ყელსაბამი.
კეცავენ და ალაგებენ სამოსს – ასეთი ქალბატონები ყოველთვის განსაკუთრებულად უფრთხილებიან საკუთარ გარდერობს.
იციან სად უნდა ჩაიცვან მაღალქუსლიანი და სად დაბალი – ქუჩაში სეირნობისას საოცრად მაღალი ქუსლებით ყველა სასაცილოდ გამოიყურება. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ამას კი სწავლა სჭირდება.
რჩებიან საკუთარი სტილის ერთგულნი – გემოვნებიან ქალბატონს ყოველთვის აქვს თავისთვის რაღაც რაც ყოველთვის აქტუალური იქნება.
