fbpx

შეყვარებული ადამიანი შეიძლება დაიმახსოვროს მთელმა სამყარომ …

ავტორი ჟოლო
732 ნახვა

რწმენა – როდესაც გჯერა, ნებისმიერ განსაცდელს აგარიდებს ღმერთი.

მოგონებები – სამყარო არის ადგილი,სადაც მოგონებები ჩანს ყველაფერში – მდინარეებში ჩაცვენილ ფოთლებში, ფრინველების გაშლილ ფრთებში და წვიმაში, ქუჩაში ფეხით მოსიარულე ადამიანებში.

ჩიტებიც კი ეჩხუბებიან ერთმანეთს ხორბლის მარცვლების და ალუბლების მწიფე ნაყოფის გამო, მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით მალევე რიგდებიან.

ცა – ადამიანის ნუგეშისმცემელია – როდესაც მოისურვებ შეგიძლია ვარსკვლავებში ჩაიკარგო.

შეყვარებული ადამიანი შეიძლება დაიმახსოვროს მთელმა სამყარომ.

სიყვარულია, როდესაც მთელ სამყაროში მოგზაურობ და ყოველ ხეს, ყვავილს, მინდორს, თუ მდინარეს საყვარელ ადამიანზე ესაუბრები.

ღმერთი ყოველ წელს თავიდან ხატავს ყვავილებსა და მთებს, მინდვრებსა და მდინარეებს. უთუოდ ფიქრობს, ასე თუ არ მოიქცევა, ერთფეროვნებაში ჩაფლული ადამიანები სამუდამოდ დაკარგავენ სილამაზის განცდის უნარს.

დადუნა ნადარაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment