fbpx

წიგნები, რომლებიც გვეხმარება დავინახოთ სამყარო განსხვავებულად

ავტორი ჟოლო
1.3K ნახვა

წიგნები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებააა შეიმეცნო სამყარო, გაიგო უფრო მეტი  მის შესახებ. არის წიგნები, რომელთა წაკითხვაც განსაკუთრებით გვხმარება სამყაროს მუშაობის პრინციპების შემეცნებაში და ცვლის ჩვენს ხედვას მისდამი. ასეთი წიგნი ბევრია, თუმცა გამოვყოფ ხუთ მათგანს, რომლის წაკითხვის შემდეგ გვეცვლება მსოფლმხედველობა, ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და თითქოს სხვა ადამიანი ვხდებით -უფრო მიზანსწრაფული და თავდაჯერებული.

1.ბრაიან თრეისის “შეჭამე ბაყაყი”-ეს წიგნი გვასწავლის თუ როგორ, რა ხერხებითაა შესაძლებელი უფრო მეტი და მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ ნაკლებ დროში. წიგნში აღწერილია 21 უნიკალური წესი იმისთვის, რომ არ გადავდოთ საქმე და დროულად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც გვევალება. წიგნი გვასწავლის  ყოველი დღის დაგეგვმას და მიზნების სწრაფად მიღწევას.

2.დონალდ ტრამპის”იფიქრე ჩემპიონივით”– წიგნი მოგვითხრობს ცნობილი ამერიკელი მილიარდელის ისტორიებს საკუთარი ცხოვრებიდან. მასში მოცემულია კონკრეტული რჩევები, მითითებები, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ბიზნესის დაწყების დროს და რა არის მნიშვნელოვანი წარმატებული ბიზნესის შენარჩუნებისთვის.

ვფიქრობ, ეს წიგნი დააინტერესებს დამწყებ ბიზნესმენებს და ყველას ვისაც სურს, რომ როგორც პროფესიული, ასევე სიახლეებით სავსე პირადი ცხოვრება ჰქონდეთ.

3.დეილ კარნეგის”როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე” – ამ წიგნში აღწერილია თუ რა მეთოდებითაა შესაძლებელი გავლენის მოხდენა ადამიანებზე. ასევე საუბარია ადამიანებთან ურთიერთობის ფუნდამენტურ ხერხებზე. წიგნი დაგვაფიქრებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გვყავდეს კარგი, საინტერესო სანაცნობო წრე და მეგობრები.

ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, რათა ადამიანებმა ერთმანეთის უკეთ გაგება შეძლონ.

4.დეილ კარგენის”როგორ შევწყვიტოთ ნერვიულობა და დავიწყოთ ცხოვრება”

მიმაჩნია, რომ ეს წიგნი გვასწავლის, ყველას მოგვიწოდებს დაუყოვნებლივ შევწყვტოთ წუწუნი, უაზრო შფოთვა და  ვიმოქმედოთ საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის. წიგნი გვიბიძგებს დავივიწყოთ ნეგატიურიაზროვნება, ვიფიქროთ პოზიტიურად და გვჯეროდეს ჩვენი მიზნების.

5.ვახტანგ ერქომაიშვილის”საზოგადოებათმცოდნეობა”წიგნი ზოგად ცოდნას გვაძლევს სამყაროს, ადამიანის კულტურისა და საზოგადოების შესახებ. წიგნში საუბარია ემოციებზე და გრძნობებზე, აღწერილია თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ადამიანის ქმედებასა და მის პროდუქტიულობაზე. საბოლოო ჯამში, ამ წიგნის წაკითხვა ადამიანს ეხმარება სამყაროს შემეცნებაში და მის განსხვავებულად აღქმაში.

ავტორი: თეონა ბოგვერაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment