1) უფრო ხშირად მოუსმინეთ თქვენი გულის ხმას.
2) ისწავლეთ სწორად დასვენება. მუშაობისთვის არსებობს დღე, ღამე კი – ძილისთვისაა განკუთვნილი
3) ყოველთვის დაუფიქრდით სანამ რამეს იტყვით. სიტყვები მატერიალიზებადია: მათ შეუძლიათ ბედნიერების მოტანა, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ უამრავი უბედურება მოიტანონ თქვენს ცხოვრებაში.
4) ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გამოუმუშავეთ შრომისუნარიანობა. ნუ გაუწევთ მათ ,,დათვურ სამსახურს“ და ,,მზამზარეულის“ მირთმევით ნუ გადააჩვევთ მათ შრომას.
5) დაიძინეთ ადრე, 22:00 საათზე და გაიღვიძეთ 5-6 საათზე. ზუსტად ამ პერიოდში ისვენებს ორგანიზმი ყველაზე ეფექტურად, მშვიდდება ნერვული სისტემა და იხსნება დაძაბულობა
6) ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, დარჩით ადამიანები: ნუ მოიპარავ, ნუ მოიტყუებ, ნუ მოკლავ! ნუ შეურაცხყოფ ადამიანის არსს.
7) დილა ღიმილით დაიწყეთ და დღე სიხარულს მოგიტანთ!
8) ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ყოველთვის შესანიშნავ მდგომარეობაში იქნება! წლებს მიაქვს თავისი. თუ გინდათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. წყენა, შიში, სიბრაზე უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე. გახსოვდეთ ეს ყოველთვის!
9) ყოველ დღე გააკეთეთ ერთი კეთილი საქმე!
10) ხშირად უნდა დალიოთ მცენარეული ჩაი. შეამცირეთ ცხიმის შემცველობა საკვებში. კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჭამოთ მოხარშული ჭვავი და დალიოთ სუფთა წყალი. ეს არის ის, რაც ადამიანს ძალას მისცემს გაუმკლავდეს სხვადასხვა დაავადებებს.
11) შეეცადეთ თავიდან აირიდოთ კონფლიქტი, თუ ეს შესაძლებელია. სიკეთე იწვევს სიკეთეს, ბოროტება კი ბოროტებას იწვევს.
12) ყველას მოექეცით ყურადღებით და პატივისცემით. ისწავლეთ მოსმენა. ისწავლეთ დუმილი. შემდეგ ნახავთ, რამდენ საინტერესოს აღმოაჩენთ ადამიანში.
13) არ იფიქროთ, რომ მთელი ცხოვრება წინ არის! ეს არის სიცრუე. შუალედი ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის ძალიან მცირეა.
14) არ ღირს სინანული წარსულის მიმართ, და არც აწმყოზე წუწუნი. ცვლილებები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც გვხდის უფრო გამოცდილს. ვიყოთ მადლიერები იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება არ არის უცვლელი და არ არის გაჩერებული ერთ ადგილას. ცვლილებები-ახალი შესაძლებლობების საწინდარია.
15) ნუ იჩქარებთ ადამიანების განსჯას და მათი ცხოვრების გაკრიტიკებას.