fbpx

„დათქმულ დღეს, ყველა ეს მამაკაცი ერთდროულად წარსდგა იმ ქალბატონის წინაშე“…

ავტორი ჟოლო
1.5K ნახვა

…ერთ-ერთ ამერიკელ ფსიქოლოგთან მივიდა ქალბატონი… მისი პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: –

„მიუხედავად იმისა, რომ სიმპათიურიც ვარ და საინტერესოც და კიდევ უამრავი უნარი გამაჩნია, რომელიც საინტერესო ქალად მაქცევს, ვერაფრით და ვერსად მოვიძიე პირადი ურთიერთობისათვის ნორმალური მამაკაცი…ზედმიწევნით გარეწრები მხვდებიან…. ჯერ ვიფიქრე, რომ ზოგადად კაცები არიან ასეთები, მაგრამ… ყველა ჩემს დაქალს ჰყავს ან საქმრო, ან ქმარი ან “ბოი ფრენდი”… ყველას, ჩემს გარდა. ანუ პრობლემა ჩემშია და გთხოვთ დამეხმარეთ”

ფსიქოლოგმა ის რამოდენიმე დღეში დაიბარა, მანამდე კი თვალსაჩინო ექსპერიმენტისათვის მზადება დაიწყო. მან მოაგროვა ათეულობით მამაკაცი….რომელთაც აერთიანებდათ რამდენიმე კრიტერიუმი:
ყოველი მათგანი იყო ახალგაზრდა, სიმპათიური და ოჯახის შექმნაზე ორიენტირებული ( ანუ რომელთაც ყავდათ ცოლი, საცოლე ან ოცნებობდნენ ცოლის მოყვანაზე).

მათ შორის იყო მხოლოდ ერთი განსხვავებული მამაკაცი, რომელიც ფიქრობდა, რომ ცოლის მოყვანა სისულელეა, რომ ქალი ისეთივე საყოფაცხოვრებო მოხმარების საგანია, როგორც სარეცხის მანქანა და ა.შ.

დათქმულ დღეს, ყველა ეს მამაკაცი ერთდროულად წარსდგა იმ ქალბატონის წინაშე, რომელმაც ფსიქოლოგის დახმარება ითხოვა – მისი მიზანი იყო ათეულობით კანდიდატში ერთი შეხედვით ამოერჩია, თუ ვისთან ისურვებდა ურთიერთობის დაწყებას.

მან დიდი ფიქრის გარეშე გააკეთა ის, რასაც ზოგადად ცხოვრებაში აკეთებდა – ანუ აირჩია იდიოტი :))))

აი, ასეა ჩემო ძვირფასებო… ჩვენ ავტომატურად ვირჩევთ იმ სიტუაციებს, რომელიც არ გვინდა … და იმისათვის, რომ შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, უნდა შეიცვალოს არჩევანი..
რომ შეიცვალოს არჩევანი – უნდა შეიცვალოს მოლოდინი,
რომ შეიცვალოს მოლოდინი – უნდა შეიცვალოთ თქვენ 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment