fbpx

„დღეში საკუთარ თავზე დახარჯულ 20 წუთს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია“- მარინა კვატაია

ავტორი ჟოლო
7.5K ნახვა

მათ, ვისაც ცხოვრების ხარისხის შეცვლა გსურთ, ეს ინტერვიუ თქვენთვისაა. კუნდალინი იოგას ოსტატი მარინა კვატაია პროექტ – კარატის მეექვსე ეტაპს იწყებს. როგორც ის ამბობს, დღეში საკუთარ თავზე დახარჯულ 20 წუთს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ძალიან საინტერესოდ ჟღერს არა?! უფრო ვრცლად, რას მოგცემთ და რა შედეგზე გაგიყვანთ ეს პროექტი, ამ სტატიიდან შეიტყობთ.

-მარინა, პირველ რიგში, გილოცავ ჯილდოს, როგორც ვიცი ეს იმ მიღებული ცოდნის დამსახურებაა, რომელმაც ოსტატობასა და მასწავლებლობაში განგამტკიცა.

– დიახ, ეს არის ჩემი ოსტატობის მეორე საფეხური. ავიღე სერთიფიკატი, რომელსაც ფუძემდებელიდან დაწყებული, ისეთი ძვირფასი ოსტატები აწერენ ხელს, რომ უზომოდ გახარებული ვარ. ჩემთვის  ეს სერთიფიკატი საოცარი ენერგიითაა დამუხტული. რომ ვნახე, ვთქვი, ამ ენერგიას მარტო ვერ დავიტევ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გავუზიარო მეთქი და ყველას, ვინც მიყვარდა, გავუზიარე.

– რას ნიშნავს კუნდალინი იოგა დღეს შენთვის?

-რამდენიმე დღის წინ შევხვდი მეგობარს, რომელთან ერთადაც წლების წინ დავამთავრე კუნდალინი იოგის პირველი საფეხური და ერთად გავხდით კუნდალინი იოგას მასწავლებლები. საუბრის დროს სულ რაღაც ერთ წინადადებაში განვმარტეთ კუნდალინი იოგის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. ვუთხარი, ალბათ წინა ცხოვრებაში რამე ძალიან კარგი გავაკეთეთ, რომ ამ ცოდნასთან გვაქვს შეხება. რა უნდა გვექნა ეს რომ არ გვცოდნოდა მეთქი?! ვფიქრობ, ცხოვრებას ამ ცოდნის გარეშე აზრი არ ექნებოდა. თუნდაც ოჯახში, როცა ვხედავ, რომ რამე ხდება, იმხელა რწმენა მაქვს იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, გავაკეთებ მანტრას ან იოგას ჩავუღრმავდები. ამის, შემდეგ, ზუსტად ვიცი ყველაფერი დალაგდება. იგივე მითხრა ჩემმა მეგობარმაც. ისეთი მადლიერი ვარ ამ ცოდნას რომ ვფლობ, ვერ გადმოგცემთ…

– ცოდნა, რომელიც გადაწყვიტე სხვებისთვისაც გაგეზიარებინა, მოახერხე კიდეც და დღეს ამისთვის ბევრი გემადლიერება. ავიღოთ თუნდაც შენი პროექტი კარატი. საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა? მახსენდება წლების წინ ჩვენი ინტერვიუ, როგორი შემართებით და ენთუზიაზმით იყავი, როგორ გინდოდა ამის გაკეთება. რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში?

-კარატის შექმნის იდეა ოთხი წლის წინ დაიბადა. მანამდე კი 2013 წელს პირველად გავეცანი წიგნს “საიდუმლო”, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე. შემდეგ იყო ტრენინგები… 10 წლის განმავლობაში პიროვნული ზრდა არ შემიწყვეტია, მაგრამ ყოველთვის მქონდა დანაკლისის შეგრძნება, ან ვნახულობდი თეორიას, ან ვნახულობდი პრაქტიკას, მინდოდა ყველაფერი ერთად ყოფილიყო და სხვადასხვა ადგილებზე აღარ მეძებნა, მაგრამ მსგავსი რამ არსად იყო. როდესაც ჩემს მასწავლებელს, ჰარი კრიშანს ვუთხარი ამის შესახებ, მითხრა, თუ ანალოგიური რამ არ არის, მაშინ შენ თვითონ შექმენიო. ეს იყო ჩემთვის ბიძგი შემექმა „კარატი“ და შევქმენი ჩაკრებზე დაყრდნობით და შიგნით ჩავაქსოვე ჩემი და ჩემი მასწავლებლების გამოცდილება ქოუჩინგის პრაქტიკების სახით. აი, ამიტომ აქვს ამას ასეთი გავლენა ადამიანებზე.  ყველას ცხოვრება შეიცვალა ვისაც კი ამ პროექტთან ჰქონდა შეხება.

დასაწყისში მათ ყოველთვის ვაძლევ ასეთ პირობას, – თუ შენ, ყოველდღე, თუნდაც 15 წუთი ივარჯიშებ იოგას და წიგნსაც დღეში 10-15 წუთს დაუთმობ (საერთო ჯამში 30 წთ) და შენს ცხოვრებაში საერთოდ არაფერი შეიცვლება, მე გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებ.

– და როგორიცვლება მათი ცხოვრება?

– იცვლება ყველაფერი, ურთიერთობები, ცნობიერება, ცხოვრების ხარისხი, ფინანსები, სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. სამყარო მოგვივლინა უფალმა ფერებით, შესაძლებლობებით, ულამაზესი რაღაც გვაჩუქა, მაგრამ იმას უნდა გახსნა და შეხება და შენ რას აკეთებ ამ დროს, შენს თავში პოულობ პოტენციალს რომ ეს აღმოაჩინო. იმდენად დადებით ენერგიას ასხივებ, რომ ადამიანები ამას გრძნობენ. შენთან ყოფნა სასიამოვნო ხდება და ზუსტად ეს იცვლება. იცვლები შენ და შენ ცვლი სამყაროს შენი ენერგეტიკით. შენში იცვლება ყველაფერი და შენ ასხივებ ამ ცვლილებებს.

-მაინც რას გეუბნებიან ბოლოს ადამიანები, როდესაც კარატს ასრულებენ. როგორი გამოხმაურებებია?

– უამრავი უკუკავშირი მაქვს, არ ვიცი ხოლმე რომელი ერთი გამოვყო. ახლა იმ გოგონების ისტორია მახსენდება, რომლებმაც ამერიკაში მიაღწიეს წარმატებას. ერთ-ერთმა რაზედაც ოცნებობდა სწორედ იქ დაიწყო მუშაობა, ერთი გასაუბრებით მიიღეს. მეორე გოგონამ კი, თავისი ფოტოგრაფიული სტუდია გააკეთა…. ადამიანები გამოჯანმრთელდნენ, უამრავთა მადლიერებას ვიღებ: მარინა, სხვანაირი ვარ, ვბრწყინავ, გავთხოვდი, დავორსულდი. თაობები გაიზარდა, სანამ კუნდალინი იოგას ვასწავლი საქართველოში. არ ვიცი რომელი ერთი გავიხსენო და გამოვყო.

-არ არის მარტივი „კარატის“ გავლა. რა შემთხვევაშია ადვილი ასეთ შედეგზე გასვლა, როდესაც მიზანი გაქვს და იცი რომ ამ მიზანს უეჭველი მიაღწევ?

-ზუსტად ამიტომ არის „კარატი“ ერთწლიანი და არა დავუშვათ ორთვიანი. იმისათვის, რომ ჯანსაღი წეს- ჩვეულებები დანერგო შენს ცხოვრებაში გარკვეული დრო გჭირდება. ამ ერთი წლის განმავლობაში, შენ ნერგავ წეს ჩვეულებებს, მაგრამ იმისთვის რომ ეს პროცესი გაიმარტივო, მე მაქვს 40 წუთიანი სავარჯიშოები. სავარჯიშოების სრული ვერსია ჩავწერე, მაგრამ მე გაძლევ საშუალებას შეამოკლო ეს სავარჯიშო და ყოველდღე 15 წუთი ივარჯიშო. თუ საკუთარი თავისთვის დღეში 10-15 წუთი არა გაქვს, გამოდის რომ არ გინდა ცვლილებები და ნუ გავაწვალებთ ერთმანეთს. მე მაგალითად, დღის გეგმის შესადგენად ზუსტად 1 წუთი მჭირდება. ძილის წინ ჩამოვწერ ხოლმე რომ კარგად ჩაჯდეს გონებაში. დილას უკვე ვდგები და ვიცი საიდან დავიწყო. დღეში საკუთარ თავზე დახარჯულ 20 წუთს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

– როდის იწყება კარატის მომდევნო, მეოთხე ეტაპი?

-სანამ ამას ვიტყვი, პატარა წინასიტყვაობას გავუკეთებ. არ ვიცი რატომ და საიდან გამომდინარე, მაგრამ ერთხელაც ჩემს თავს დავუწესე ბლოკი და ვთქვი, რომ საქართველოში მეტ კარატს აღარ გავაკეთებდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი შესაძლებლობები საქართველოში ამოვწურე. შემდეგ ჩემმა სოციალურმა მენეჯერმა მარიმ მითხრა, რომ საქართველოში სწორედ ახლა არის საჭიროება ამ პროექტის გაკეთების და გააგრძელე არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოო. ამან მომცა ინსპირაცია. ამიტომ გადავწყვიტეთ მეოთხე ნაკადი დავიწყოთ 21-22 ივნისს, ზაფხულის ბუნიაობას დავამთხვიოთ. ზოგადად, გადავწყვიტე რომ წელიწადში სამჯერ გავაკეთო ეს პროექტი. 22 დეკემბერს, 21 მარტს და 21 ივნისს, ყოველთვის დაიწყება „კარატი“, მანამ სანამ მასზე იქნება მოთხოვნილება.

-რას გაუშვებს ადამიანი ხელიდან თუ „კარატში“ არ ჩაერთვება და ასევე მაინტერესებს შედეგს რამდენ ხანში მიიღებს?

-გაუშვებს ენერგიას, მოტივაციას რომ თავის ცხოვრებაში რაღაც შეცვალოს, ასევე, კარგ ხასიათს და თანამოაზრეების ჯგუფს, რომლებიც ისე გმუხტავენ მთელი დღის განმავლობაში, ეს ნამდვილად არ უნდა გამოტოვო. სულ რომ არ ვარჯიშობდე იქ ისეთი დამუხტული ენერგეტიკაა, რომ ყოველთვის გაძლევს მოტივაციას.

კარატის შემდეგ მოდის ასეთი შეაფასებები – გავლამაზდი, შემეცვალა ფორმები, უკეთესი ჯანმრთელობა მაქვს და ა.შ. პირველი ცვლილება სამი დღის შემდეგაც კი იგრძნობა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საათნახევრის შემდეგაც უნდა ნახო რა ამბავში არიან, როგორი გამოხმაურებებია. ერთმა გოგომ მომწერა, ბოდიშს ვიხდი იმისთვის რომ არ მჯეროდა და არ მეგონა რომ ასეთი შედეგი მექნებოდა, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვსო. ერთმა კი პირიქით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბაო… ამ სახის წერილი ბევრი მაქვს ჩატში. რაც ჩემთვის დიდი სტიმულია.

“კარატი” რეგისტრაცია https://shorturl.at/FLY36

მსგავსი სტატიები

Leave a Comment