ევგენია დრონი და გამოღვიძებული გულის იმპულსის ძალა
რა არის ქალურობა?
როგორ გავლენას ახდენენ ფიქრები ქალის ჯანმრთელობაზე?
როგორ მოვიშოროთ წყენა და ვიცხოვროთ მსუბუქად?
როგორ ვიყოთ სავსე და ენერგიულ მდგომარეობაში?
ჩვენი ენერგიით როგორ მივიზიდოთ გარშემომყოფთა ყურადღება და როგორ გავხდეთ ბევრად უფრო მიმზიდველები?
რა დამატებითი ცოდნა სჭირდებათ ქალებს ბედნიერებისთვის და რა ძალა აქვს გამოღვიძებულ გულის იმპულსს?
ამ ყოველივეს იმ ენერგეტიკული პრაქტიკების მეშვეობით შეიტყობთ, რომელიც 30 სექტემბერს, თბილისში ჩატარდება.
შეხვედრას და სემინარს ატარებს ტრენერი ევგენია დრონი, რომელიც თბილისს უკრაინიდან ეწვევა.
ვისთვის და რისთვის არის სასურველი ენერგეტიკული პრაქტიკები — მედიტაციები?
ეს პრაქტიკები სასიკეთოდ მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, ათავისფლებს სხეულს დაძაბულობისგან, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და სუფთა სიყვარულის ენერგიით ავსებს ქალს.
შევისწავლით ენერგიით შევსების პრაქტიკას, რომელიც ხსნის სილამაზეს. სინაზეს. სიყვარულს საკუთარი სხეულის მიმართ. ანთავისუფლებს სხეულს არარეალიზებული და მძიმე ენერგიისგან, წყენისგან და დამანგრეველი ფიქრებისგან.
ასე რომ
თუ გსურთ საკუთარი თავის შეცვლა და
ბევრად უკეთესი რეალობა
თქვენ ზუსტ მისამართზე ხართ
სემინარი ჩატარდება თბილისში, 30 სექტემბერს
მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და გვენდობით