„თუ თქვენი ქვეცნობიერი გამარჯვებაზეა პროგრამირებული, ის მაინც მოგაწვდით გამარჯვებისთვის საჭირო სტრატეგიას, თუნდაც ცნობიერად უკვე დამარცხებულად აღიარებდეთ თავს.
სინამდვილეში აისბერგი ის არის – რაც წყლის ქვეშ არის, ასევე თქვენ სინამდვილეში ის ხართ, ვინც ხართ ქვეცნობიერად.
ამიტომ დააპროგრამეთ თქვენი თავი გამარჯვებაზე, ჩაწნეხეთ თქვენს ქვეცნობიერში პოზიტიური და რწმენით სავსე აზრები.
ეს დღეს თუ ხვალ სასიკეთო შედეგს მოგიტანთ!“
^^^^^^^^^
თქვენ გექნებათ შეცდომები, წარუმატებლობა, მარცხი, ტრავმები.ზოგჯერ შესაძლოა იყოს იმედგაცრუების პერიოდიც. ეს ყველაფერი სხვა და სხვა სფეროში იჩენს თავს – ოჯახი, სამსახური, ფინანსები, ჯანმრთელობა, სწავლა…
ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენი შინაგანი კომპასის ისარი მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიმართულებას უნდა უჩვენებდეს – თქვენს მიზანს!
უნდა იაროთ თქვენი მიზნისკენ და არაფერმა არ უნდა გადაგახვევინოთ გზიდან.
სიყვარულით რამაზ გიგაური
წყარო: facebook