რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება დღეს, ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რას ფიქრობდით გუშინ. ხოლო რასაც ფიქრობთ დღეს ეს არის იმის მაჩვენებელი თუ რა იქნება თქვენს ცხოვრებაში ხვალ …
ამიტომ
იმის შესამოწმებლად თუ რამდენად სწორ გზაზე დგახართ და რამდენად იქნება თქვენი მომავალი ისეთი როგორიც გინდათ რომ იყოს, უნდა დააკვირდეთ თქვენს დღევანდელობას…
გულწრფელად ჩახედეთ თქვენს რეალობას თვალებში და იკითხეთ
ჩემი დღევანდელი ფიქრები, აზრები, ქცევები, იდეები, ჩემი ფიზიკური მდგომარეობა, ჩემი სხეულის შეგრძნებები რას ემსახურება და რას ვქმნი მომავალში იმითი რაც მაქვს დღეს?
ვქმნი იმას რაც სინამდვილეში მინდა ?
თუ ისევ და ისევ იმას რაც ასე ძალიან არ მინდა?
პასუხის მიღების შემდეგ იმას რაც არ მოგვწონს „ვშლით“ და ვანაცვლებთ იმითი რაც მოგვწონს.
ანუ
ვანაცვლებთ იმ ფიქრებით, ენერგიებითა და ვიბრაციებით, რისკენაც ვისწრაფვით და რაც გვინდა რომ მომავალში მოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. ვანაცვლებთ იმ მიზნებით რომელიც გვინდა რომ მივიღოთ.
თამარ საგინაშვილი
✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨