ბავშვობის ასაკში ძალიან ბევრი ადამიანი აწარმოებს დღიურს, განსაკუთრებით გოგონები, რომელშიც წერენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, ოცნებებს, სხვადასხვა ნეგატიურ თუ პოზიტიურ ემოციებს. მოზრდილობის ასაკში წერის სურვილი იკლებს და ძალიან ცოტა ადამიანი აგრძელებს დღიურის წარმოებას.
თუმცა… დღიურის წარმოება ძალიან სასარგებლო ყოფილა. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დღიურის წარმოებას ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს!
საქმე ის გახლავთ, რომ მეცნიერების თქმით, ადამიანი ყველაზე კარგად საკუთარ საჭიროებებს სწორედ ნაწერიდან იგებს, რადგან ის, რასაც გონება ფიქრობს დღის განმავლობაში იფილტრება და შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტები ყურადღების მიღმა დაგვრჩეს, წერის დროს კი ასეთ ფიქრებს დავიწყების საშუალებას არ ვაძლევთ.
მეცნიერები გვირჩევენ ვაწარმოოთ დღიური და დღეში საშუალოდ 20 წუთი დავუთმოთ მნიშვნელოვანი ფაქტების ჩაწერას.
