fbpx

სიცოცხლე სიცოცხლისთვის – სამაგიერო ლუი პასტერს

ავტორი Ann
131 ნახვა

ერთხელ ცნობილ გამომგონებელს ლუი პასტერს ექიმმა 9 წლის ბიჭუნა, სახელად ჯოზეფ მაისტერი მიუყვანა, რომელსაც ცოფიანმა ძაღლმა უკბინა, ექიმმა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. წარსულში პასტერს ექსპერიმენტი ჰქონდა ჩატარებული ცხოველებზე და ჰქონდა ვაქცინა, რომლითაც მათი განკურნება შეეძლო, თუმცა არ იცოდა, როგორ იმუშავებდა ის ადამიანებზე. გამოსავალი არ არსებობდა, ვაქცინა ბიჭუნაზე უნდა გამოეცადა. პასტერმა ბიჭი აცრა და შედეგის მოლოდინში მის საწოლთან ჩამოჯდა. ბიჭი გადარჩა!

წლების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები შევიდნენ პარიზში. ერთ-ერთმა გერმანელმა ჯარისკაცმა პასტერის აკლდამაში შესვლა მოინდომა, თუმცა ფრანგმა მცველმა უარი განუცხადა. გერმანელმა უბრძანა ან გაეღო, ან ადგილზე მოკლავდა. მცველმა საკუთარი ხელით მოიკლა თავი. ამ მცველის სახელი გახლდათ ჯოზეფ მაისტერი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment