ფრანგმა ფსიქოლოგმა ემილ კუემ (1857 – 1926) XIX საუკუნის ბოლოს თავის კლინიკაში (ჟენევა, შვეიცარია) პაციენტების გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მეთოდი გამოიყენა.
შედეგი გამაოგნებელი იყო – პაციენტებმა ხუთჯერ სწრაფად დაიწყეს გამოჯანმრთელება. მეთოდი იმდენად უბრალო იყო, რომ სხვა ფსიქოლოგებმა ეს ყურადღების ღირსადაც კი არ ჩათვალეს. თუმცა თანდათან ყველა დარწმუნდა, რომ ეს მეთოდი „მუშაობდა“.
ეს მეთოდი ასეთი იყო – პაციენტი ყოველდღე რამდენჯერმე იმეორებდა:
„მე ყოველდღე უფრო და უფრო კარგად ვხდები!“
„ჩემი ურთიერთობები ყოველდღე უფრო და უფრო უკეთესდება!“
შემდგომში ამ მეთოდის გამოყენება დაიწყეს ფსიქოთერაპიაში, Self-Help-ში, სპორტში, ბიზნესში, პოლიტიკაში და სხვა ბევრ დარგსა თუ დისციპლინაში.
=====================================
თქვენ თვითონ შეადგინეთ და გაიმეორეთ ყოველდღე თქვენთვის სასურველი აფირმაციები:
* აფირმაცია უნდა იწყებოდეს სიტყვით „მე“ („ჩემი“);
* ზმნა (მოქმედება) უნდა იყოს აწმყო დროში (ვარ, მაქვს, ვაკეთებ, მიხარია და ა. შ.);
* მასში არ იყოს არავითარი უარყოფა (სიტყვები „არ“, „ვერ“, „პრობლემა“, „ავადმყოფობა“, „ვალი“ და ა. შ.);
* სასურველია იყოს მოკლე (დაახლოებით 7-9 სიტყვა);
* აუცილებლად უნდა იყოს კონკრეტული;
* სასურველია შეიცავდეს ზმნიზედას: ყოველთვის, ყოველდღე, სულ, მუდმივად, დამაჯერებლად, მტკიცედ და ა. შ.;
* უნდა შეიცავდეს ცოცხალ ემოციის შემცველ სიტყვებს: სიამოვნებით, სიხარულით, აღტაცებით, სიამაყით, მშვიდად, სიყვარული და ა. შ.;
* აფირმაცია უნდა გეხებოდეთ თქვენ და არა სხვა ადამიანს.
გისურვებთ წარმატებასა და ბედნიერებას!
რამაზ გიგაური