არ ღირს ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ფასად შეინარჩუნოთ, თქვენი არჩევანი: ფეხსაცმელი რომელიც გიჭერთ, მისი გაწელვის ან გაცვეთის იმედად ნუ იქნებით — ფეხები უფრო ძვირფასია. ეს როგორც პირად, ასევე, პროფესიულ ურთიერთობებსაც შეეხება.
თუმცა შიში, რომელიც ახალი გადაწყვეტილების მიღებისგან გაჩერებთ, ხშირად ისეთი სიძლიერით ვლინდება (ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს აჯერებს) და ყელზე არტერიების დახეთქვამდე დემონსტრირებას ახდენს თვისი გულწრეფელობისა, რომ გიმტკიცებს – შეცდომითი არჩევანი, სწორედაც რომ სწორი არჩევანია.
შიში აყალიბებს შეხედულებებს/მტკიცებულებებს, მოგვიანებით კი ეს შეხედულებები/მტკიცებულებები ასაზრდოებს და კვებავს შიშს. ამიტომ უნდა შეიცვალოს არა ის, რასაც ადამიანი ამბობს ან ფიქრობს, არამედ, რისიც ე შ ი ნ ი ა.
შიში უნდა იქნას აღიარებული, როგორც ფაქტი.
მტკივნეულია?
დ ი ა ხ
რა მოხდება?
იმედი გაცრუვდება.
იმედგაცრუებას დავარქმევდი – გაზრდის ფაქტორს.
სანამ ადამიანს აქვს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამისათვის ა რ ა ფ ე რ ს აკეთებს (არ ეძებს ახალ სამსახურს, ითმენს ძალადობას…). უბრალოდ აქვს იმედი, ერთხელაც და ოდესმე….
ერთხელაც და ოდესმე, შეიძლება არც დადგეს!
არსებობს ახლა და ეს წამი, როდესაც შეიძლება რამე შეცვალო, იმ ერთხელ -ში და ოდესღაც -ში!
არ შეგეშინდეთ განკითხვის, დაცინვის, სიღარიბის,მარტოობის…
გეშინოდეთ იმედის, როდესაც ამბობთ,- „ყველაფერი კარგად იქნება“ და არაფერს ცვლით…
გეშინოდეთ იმედის!!!
თამარ კვარაცხელია