fbpx

„ეს არასოდროს არის გვიან!“ – თამარ კვარაცხელია

ავტორი ჟოლო
99 ნახვა

მღერი, ცეკვავ, წერ, ხატავ, უკრავ… და მნიშვნელობა არა აქვს ეს როგორ გამოდგის…

აკეთებ, აკეთებ, აკეთებ, რადგან ეს შინაგანად გინდა , უსმენ შენს სულს და ის ვითარდება… ამ პროცესში, ვითარდება შენი გონებაც და რეალურად გრძნობ თავისუფალებას – აკეთებ იმას, რაც გინდა.

როცა არ აკეთებ იმას რაც გინდა – იტანჯები, ძალადობ საკუთარ თავზე! ამ პროცესში, ნელ-ნელა გრძნობ როგორ უცხოვდები სულთან, როგორ ასლდება შენი გონება, როგორ ნაცრისფერდება ერთფეროვან ყოველდღიურობაში ცხოვრება და ნელ-ნელა ხდები სასტიკი და უხეში…

არა და შეგეძლო, არ შებრძოლებოდი იმას, რაც თავის დროზე გეჩვენებოდა გადაულახავ, დიდ წინააღმდეგობად. შეგეძლო, უბრალოდ მინდობოდი, მიგეღო მშვიდად, დაინტერესებულიყავი მათით, დაკვირვებოდი და გამოგეკვლია ისინი. გეკეთებინა ის, რაც გინდოდა და უკვე ეს პროცესი გაგზრდიდა, გაგითბობდა სულს, აიყოლოებდა გონებას და აამუშავებდა სამყაროს კანაონებს შენთვის.

შეგეძლო კი არ მიგეჩქმალა, ცხრაკლიტულში კი არ გამოგეკეტა შენი სურვილები, არამედ, მიგეცა უფლება შენს ცხოვრებაში ცუდისთვისაც და კარგისთვისაც – მ ო მ ხ დ ა რ ი ყ ვ ნ ე ნ … და არც ერთ მათგანს არ შთაენთქე. გაგეგრძელებინა ცხოვრება…

გემღერა, გეცეკვა, გეწერა, გეხატა. დაგეკრა… და მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ გამოგივიდიოდა… შენ ამ დროს სულს გამოზრდიდი თავისუფლებისთვის!

ეს არასოდროს არის გვიან!

წარმატებები, თქვენ!

იმოგზაურეთ, ესტუმრეთ თამარ კვარაცხელიას პერსონალურ ბლოგს – პიროვნული ზრდის სამყარო https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment