fbpx

ეს თქვენს შვილს გააბედნიერებს…

ავტორი Ann
486 ნახვა

ყველა მშობელს სურს მისი შვილი ბედნიერი იყოს, ამისთვის არაფერს იშურებენ, ხარჯავენ უკანასკნელ კაპიკებს და უყურებენ მათ გახარებულ სახეებს, მაგრამ ეს ემოცია მალევე გადის და ხშირ შემთხვევაში მშობელი გაცილებით რთულ მდგომარეობაში ვარდება, რადგან ბავშვი კვლავ რაღაც ახალს ითხოვს.

 

გგონიათ, თქვენი შვილისთვის ბედნიერება ისაა, როდესაც იმ სამოსს ყიდულობთ, რომელიც უნდა ან იმ შოკოლადს, რომელიც უყვარს? ეს მხოლოდ დროებითი ბედნიერებაა, ბავშვს კი გაცილებით მეტი სჭირდება. ბედნიერი მოგონებები განსაკუთრებით თავს მაშინ იჩენს, როდესაც ბავშვს სტრესული სიტუაცია აქვს.

 

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვისთვის ბედნიერების მინიჭების საუკეთესო გზა ოჯახური არდადეგებია. ბავშვის გონებაში ძალიან ღრმად რჩება ოჯახთან ერთად გატარებული ლამაზი დღეები და ეს მოგონებები სწორედ ყველაზე მძიმე წუთებში ამოტივტივდება და ათავისუფლებს სტრესისგან. მეცნიერულ ენაზე ამას უწოდებენ „ბედნიერების ღუზას“, რადგან ის ბედნიერი წუთები სამუდამოდ უშვებს ღუზას მათ გონებაში. მოგზაურობა და ოჯახური დასვენება ბავშვს მეტ განათლებასაც სძენს და ამდიდრებს მის ცხოვრებას.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment