fbpx

გათავისუფლდით სტრესისგან, არ დაგავიწყდეთ ჭიქის ძირს დადება

ავტორი ჟოლო
2,458 ნახვა

პროფესორმა, ხელში წყლიანი ჭიქა აიღო და აუდიტორიას კითხვით მიმართა, – „რამდენს იწონის ჭიქა?“

სტუდენტთა პასუხები ასიდან სამას გრამამდე მერყეობდა.

„ამ შემთხვევაში, საერთო წონას მნიშვნელობა არ აქვს“, – თქვა პროფესორმა.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხანი მიჭირავს ხელში ჭიქა. თუ მხოლოდ ერთი წუთით ეს პრობლემა არაა. მაგრამ თუ ერთი საათით ან მთელი დღით დავიჭერ, ეს დისკომფორტს შემიქმნის და რაც უფრო დიდი ხანი გავა, ჩემი მდგომარეობა მით უფრო გაუარესდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭიქის წონა არ იცვლება, მაგრამ, რაც უფრო დიდხანს მიჭირავს, მით უფრო მძიმეა ის ჩემთვის.

დარდი და სტრესიც ამ წყლით სავსე ჭიქას ჰგავს. იფიქრეთ ცოტა ხნით მათზე და არაფერი მოხდება. იფიქრეთ მათზე მეტი და ისინი ტკივილს მოგაყენებენ. და რაც უფრო ხშირად იფიქრებთ მათზე, მით უფრო ცუდად იგრძნობთ თავს – მათზე კონცეტრაციით, თქვენ აბსოლუტურად დაკარგავთ საღი აზროვნებისა და მოქმედების უნარს…

გათავისუფლდით სტრესისგან, არ დაგავიწყდეთ ჭიქის ძირს დადება”.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment