= ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ განშორების შიშია.
= ქალებთან ყოველთვის ერთი ბაზარია. ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს რომ დაიკიდო.
= ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.
= შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ.
= ყველა ადამიანის გულში მთვლემარე სასიყვარულო სევდაა ჩაბუდებული. გული, რომელიც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის.
= ყოველი ადამიანი ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს არარაობად იქცევა და ავად ხდება.
= როდესაც ტყუილი მთავრდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე იწყება. ფრთხილად იყავით: ერთი ტყუილი თავის თავში შეიძლება მეორე ტყუილსაც შეიცავდეს.
= მორალი შეიძლება ძალიან მოსაწყენი რამეა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი საშუალება სიკეთის და ბოროტების გასარჩევად არ გამოუგონებიათ.
= ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი- მუცელი გტკივათ. ცხოვრება ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი.
= მე მეგონა, რომ სიკვდილის მეშინოდა, სინამდვილეში თურმე სიცოცხლის მშინებია.
= მოკვდე- ეს ნიშნავს გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი.
= თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს.
= საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ.
= იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.
= იცით, რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს, რომ „ნაიკები“ იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან „ნაიკებს“, რომ ნარკოტიკები იყიდონ.
= ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე.
= ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა.
= სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.
= იდეა ყოველთვის არსაიდან მოდის.
= მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო.
= დედამიწას სიყვარული მართავს.
= რატომ არის ეს ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდებიან, რომლებიც ჩემთან არ არიან?
ფრედერიკ ბეგბედერი