fbpx

იგავი კეთილ და ბოროტ მგელზე

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

ერთხელ,დიდი ხნის წინ, მოხუცმა ინდიელმა თავის შვილიშვილს გაანდო ერთი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება.

– ყველა ადამიანის შინაგან სამყაროში მიდის ბრძოლა, რომელიც ძალიან ჰგავს ორი მგლის შებმას. ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას – შურს, ეჭვს, ეგოიზმს, ამბიციებს, სიყალბეს… ხოლო მეორე – მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, კეთილგანწყობას, სიკეთეს, ერთგულებას, ჭეშმარიტებას…

 პატარა ინდიელი, რომელიც იყო ბაბუის სიტყვებით აღფრთოვანებული, რამდენიმე წუთი დაფიქრდა და შემდეგ ჰკითხა:

– და რომელი მგელი იმარჯვებს ბოლოს, ბაბუა?

მოხუცი ინდოელის სახეზე გაიელვა ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა და მან უპასუხა:

– ყოველთვის იმარჯვებს ის მგელი, რომელსაც შენ გამოკვებავ.

მსგავსი სტატიები