• იმისთვის კი არ გიხდიან, რომ უბრალოდ იმუშაოთ. თქვენ გიხდიან იმისთვის, რომ გასცდეთ კომფორტის ზონას, შეეგებოთ ახალ გამოწვევებს და შეეჭიდოთ იმ პროექტებს, რომელთა შიშიც გაქვთ.
• იზრუნეთ ურთიერთობების გაფართოებაზე და ფული თვითონ მიხედავს საკუთარ თავს.
• პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნეთ. სხვას ვერ დაეხმარებით პოტენციალის სრულად გამომჟღავნებაში, ვიდრე თვითონვე არ შეძლებთ ამას.
• იმისათვის, რომ შემოსავალი გაიორმაგოთ, სწავლის დროის გასამმაგება მოგიწევთ.
• მაშინ, როცა “მსხვერპლი” ცვლილებას უფრთხის, ლიდერი შემართულია ცვლილებებისთვის.
• ყოველდღიურ პატარ-პატარა გაუმჯობესებას, არაჩვეულებრივ შედეგებამდე მივყავართ.
• შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც საკმარისი გამბედაობა აქვთ გულახდილად ისაუბრონ იმაზე, თუ რა არის საუკეთესო თქვენი ორგანიზაციისა და მომხმარებლისთვის.
• ნუ შეგიყვარდებათ თქვენი სპეცრელიზები.
• მომხმარებელთან ურთიერთობის ყოველი წამი სიმართლის წამია.
© ამონარიდი რობინ შარმას წიგნიდან: “თანამედროვე ბიზნესისა და ლიდერობის 50 წესი”
რომელი პუნქტი მოგეწონათ ყველაზე მეტად?
წყარო: Business Inteleqtika

